Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გოჩა თევდორაძემ ქუთაისი დატოვა?

თარიღი : 14-03-2014, 16:02 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ იმერეთის ორგანიზაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა გოჩა თევდორაძემ ქუთაისი დატოვა. ამის შესახებ Topnews.com.ge-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
წყაროს ცნობით, თევდორაძე ქუთაისიდან რამდენიმე დღის წინ წავიდა. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად გოჩა თევდორაძეს დავუკავშირდით.
„რას ნიშნავს ქუთაისი დავტოვე? რა გჭირთ ხალხო? ბაბუაჩემი ამ ქალაქში დაიბადა და მას მერე აქ ვცხოვრობ. რატომ წავიდოდი. თუ ვინმეს ჩემი დაჭერა უნდა, რა მნიშვნელობა აქვს სად ვიქნები. 30 წელია ჩემზე ზეწოლა მიდის და რა ვუყო ამას,“ - ამბობს თევდორაძე.
შეგახსენებთ, რომ გოჩა თევდორაძის ქალაქიდან წასვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია ადრეც გავრცელდა, თუმცა მაშინ არ დადასტურდა. რაც შეეხება „პატრიოტების“ კადრებს, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობაში იყვნენ დასაქმებული, მათმა ნაწილმა თანამდებობები საკუთარი სურვილით დატოვა.


ნანახია: 2370-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„პატრიოტების“ ლიდერის განცხადებით, მას არც ერთ ხელისუფლებაში მფარველი არ ჰყოლია.
პარტია“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოჩა თევდორაძემ ბრიფინგი გამართა.
იმერეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს გოჩა თევდორაძეს ქუთაისელები დაუპირისპირდნენ.
საინიციატივო ჯგუფის „მოქალაქეობრივი პოზიციის“ წევრებმა დღეს, ქალაქის მერიის წინ გამართულ აქციაზე გოჩა თევდორაძის მიერ ქალაქის
გოჩა თევდორაძის თქმით, შოთა მურღულია, რომელიც შესაძლოა ქუთაისის მერი გახდეს, პროფესიონალია.
საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში შექმნილ მდგომარეობაში „პატრიოტების“ იმერეთის

ამინდი