Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოდან მიცვალებულების ბიუსტები წაიღეს

თარიღი : 29-01-2020, 15:43 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე საფლავები გაძარცვეს. როგორც შპს "ქართული ტრადიციები 2011"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა სპეციალისტმა მაია ყუფარაძემ Topnews.com.ge-ს განუცხადა, წაღებულია ბიუსტები. მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი მესაფლავემ და მიცვალებულის ოჯახის წევრმა აღმოაჩინა.

„ორი სასაფლაოდან წაღებულია ბიუსტი. გუშინ, ჩვენმა მესაფლავემ აღმოაჩინა ერთი ფაქტი, მეორე კი თავად პატრონმა. ამ უკანასკნელმა მიმართა შსს-ს ქუთაისის განყოფილებას და გამოძიება უკვე დაწყებულია,“-განაცხადა მაია ყუფარაძემ.

საფლავების ძარცვის ფაქტს ქუთაისის მე-2 განყოფილება იძიებს. გამოძიება 258-ე მუხლით დაიწყო, რაც მიცვალებულთა უპატივცემულობას გულისხმობს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 735-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ოღასკურის სასაფლაოდან საფლავის ქვების მოპარვას ცდილობდნენ.
საფიჩხიის სასაფლაო ქალაქში ერთ-ერთი უძველესი და დიდ ფართობზე არსებული სასაფლაოა.
დაზარალებულების თმით, წაღებულია ორგანიზაციის კუთვნილი 4-ვე კომპიუტერი.
მამუკა მაჩიტიძის მეუღლე ქეთევან მაჩიტიძე ამბობს, რომ ის მომხდარით შეძრწუნებულია.
მძარცველებმა ჩაის სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა და დეკორაციის ნაწილი წაიღეს.

ამინდი