Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი: მიმდინარე წელს ქალაქში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ჩვენი ქალაქის იერსახეზე

თარიღი : 29-01-2020, 10:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ქუთაისში, კრილოვის ქუჩაზე გზის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს „დაგი+“ ასრულებს. კრილოვის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 272 ათასი ლარი დაიხარჯება.

დასასრულს უახლოვდება ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე ახალი სკვერის მოწყობა. სკვერისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გაშენდება მწვანე ნარგავები, მოეწყობა მარტივი ტიპის სპორტული მოედანი ფეხბურთისა და კალათბურთისთვის, შესაბამისი განათების სისტემა. დაიდგმება ძელსკამები. სამუშაოებს ასრულებს შპს „ნიუ სთაილი“ და მისი ღირებულება 485 113 ლარია.

„ჩვენ უკვე აქტიურად დავიწყეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქალაქის მასშტაბით. ამ ეტაპზე რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობს გზის რეაბილიტაცია. სამუშაოებია კრილოვის ქუჩაზე, სულხან- საბას გამზირზე და მალე დაიწყება კიდევ ორი ქუჩის რეაბილიტაცია. ტენდერია გამოცხადებული 8 სკვერის და შიდა კვარტალური გზების მოწყობაზე. ასევე, გარემონტდება 3 მუსიკალური სასწავლებელი და 1 სახელოვნებო სკოლა. მიმდინარე წელს ქალაქში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ჩვენი ქალაქის იერსახეზე," - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.


ნანახია: 258-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერის განცხადებით, ქალაქში კიდევ რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი იგეგმება, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დღეს ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქალაქის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, საკრებულოს დეპუტატებთან და ტერიტორიული

ამინდი