ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალ“ დეპუტატს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს
თარიღი : 14-03-2014, 14:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალ" დეპუტატს ამირან ხვადაგიანს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მიიღო.
„როდესაც მე და ამირან ხვადაგიანი ერთად ვმუშაობდით, მახსოვს მისი ინიციატივები და კარგი ორგანიზატორული უნარი. მისი დამსახურებაა არჩილ კოსტავას ძეგლის დადგმა. ის ღირსეული კაცია. ბოტანიკური ბაღი ააყვავა და საოცარი დასვენების ცენტრი შექმნა ჩვენს ქალაქში. მართლა დამსახურებულად მოხდა მისთვის ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება,“ - განაცხადა საკრებულოსა და პატივგების კომისიის წევრმა გიორგი შავგულიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამირან ხვადაგიანი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე 7 წელი იყო, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ის ბოტანიკური ბაღის დირექტორი გახდა.