Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რის გაკეთებას ითხოვს ვანის სოფლების მოსახლეობა?

თარიღი : 28-01-2020, 23:20 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ამაღლების, ინაშაურის, რომანეთის, საპრასიის, უხუთის, იმერუხუთის, ზედა გორას და გორას მოსახლეობას შეხვდა.

ამაღლების და ინაშაურის მოსახლეობამ პრიორიტეტად სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და გზაზე ცხაურების მოწყობა დაასახელა.

რომანეთის და საპრასიის მოსახლეობისთვის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია, სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა და სველი წერტილების მოწყობა არის მნიშვნელოვანი.

უხუთში და იმერუხუთში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საუბნო გზები მოწესრიგდება, მოეწყობა გარე განათება ცალკეულ უბნებზე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წისქვილის შენობას და საბავშვო ბაღს.

სოფელ ზედა გორას მაცხოვრებლებისთვის საავტომობილო გზაზე მოეწყობა ბეტონის საფარი და სოფელ გორაში გაკეთდება გარე განათება.

2020 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ვანის მუნიციპალიტეტისთვის 570 000 ლარი დაიხარჯება.


ნანახია: 184-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღევანდელი შეხვედრა მოსახლეობის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა, ადგილობრივების მიერ ინიცირებულ პროექტებს ხელისუფლების

ამინდი