Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მაღალმთიან სოფელში გზის რეაბილიტაციისათვის განმეორებითი ტენდერი გამოცხადდა

თარიღი : 28-01-2020, 13:55 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მაღალმთიან სოფელ ბჟინევის ცენტრალური გზის, ხიდარში ჯორტების საუბნო და ღორეშაში კვადოურის საუბნო გზების რეაბილიტაციის მიზნით განმეორებითი ტენდერი გამოცხადდა.

"გაცნობებთ, რომ ზემოთ აღნიშნულ სოფლებში, 2019 წელს, მშენებლებმა მოახდინეს გარკვეული სახის სამუშაოები, თუმცა ვადაგადაცილების გამო შეუწყდათ ხელშეკრულებები, გაიმიჯნა შესრულებული და დარჩენილი სამუშაოები და გამოცხადდა განმეორებითი ტენდერები.

ტენდერები აიტვირთა ახალი დოკუმენტაციით! ვიმედოვნებთ, რომ გამოვლენილი კომპანიები გამოიჩენენ კეთილსინდისიერებას და გზების რეაბილიტაციის სამუშაოები 2020 წელს დასრულდება!

ტენდერების გამოცხადება სხვა სასოფლო გზების რეაბილიტაციის მიზნით, ყოველდღიურად გრძელდება!,"-ნათქვამია ხარაგაულის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 427-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი