Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ჩიტებისთვის ბუდეები გააკეთეს და სკოლის ეზოში არსებულ ხეებზე გათანავსეს

თარიღი : 28-01-2020, 13:24 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
სამტრედიის №1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ჩიტებისთვის ბუდეები თავად გააკეთეს და სკოლის ეზოში არსებულ ხეებზე გათანავსეს.

სკოლის დირექტორი ხათუნა ფაილაძე ამბობს, რომ აღნიშნული აქტივობა საგანმანათლებლო პროექტის- „ჩვენი ეზოს ბინადრების“ ფარგლებში განხორციელდა. პატარებმა ჩიტებისთვის სახლები კლასის ხელმძღვანელ ხათუნა კოსტავასთან ერთად დაამზადეს.

“გვქონდა ასეთი პროექტი “ჩვენი ეზოს ბინადრები“, რომლის ფარგლებშიც პირველკლასელებმა, კლასის ხელმძღვანელთან ერთად გააკეთეს ჩიტებისთვის ბუდეები. ამასთან, გაკვეთილის თემა იყო ადგილზე დარჩენილი ფრინველები, რომლებიც არ მიდიან თბილ ქვეყნებში და ჩვენთან ერთად იზამთრებენ. ბავშვებმა მიიღეს მათ შესახებ ინფორმაცია, გააკეთეს ბუდეები და განათავსეს ხეებზე ჩიტების პატარა სახლები. გაკვეთილზე ისწავლეს ისიც, როგორი ფორმისა და რა ფერის კვერცხებს დებენ, როგორ სახლებს იკეთებენ, როგორი საბინადრო გარემო აქვთ სხვადასხვა ფრინველებს. თავად დაამზადებს კვერცხებიც და ბუდეებიც და გააცნეს ერთმანეთს (ამით ერთმანეთთან ურთიერთობებს, კომუნიკაციას, პრეზენტაციებს ეჩვევიან, უნარებს ივითარებენ). გაშალეს მსგავსი თემატიკა და ერთკვირიანი, ძალიან საინტერეო პროექტი გააკეთეს.
 
ძალიან კარგია, როცა ბავშვი ინფორმაციის მიღებასთან ერთად ვიზუალურადაც ხედავს ამ ყველაფერს და თავად აკეთებს. ამით ბავშვები სწავლობენ შინაურ ცხოველებზე, ფრინველებზე ზრუნვასაც.  ამასთან, ჩვენ სკოლასაც ჰყავს შემოჩვეული, მიუსაფარი ძაღლებიც, რომლებზეც ვზრუნავთ, საჭმელს ვაჭმევთ, წამლებს ვყიდულობთ. ძალიან თბილი თანაცხოვრება მიდი ჩვენსა და უპატრონო, მიუსაფარ ძაღლებს შორის,”-ამბობს ხათუნა ფაილაძე.
 
სამტრედიის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მსგავს აქტივობებს ხშირად ახორციელებენ.
 


ნანახია: 371-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იდეა გადამფრენი ფრინველების პოპულაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
გთავაზობთ, ქუთაისის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს.

ამინდი