Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ბიუსტი დაიდგმება

თარიღი : 28-01-2020, 12:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიასთან და კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების ოფიციალურ დელეგაციებთან ერთად პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერი გახსნა. ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაესწრო.

გახსნის ცერემონიაზე შესრულდა საქართველოს და პოლონეთის სახელმწიფო ჰიმნები. სტუმრებს სიტყვით მიმართა სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, რომელმაც პოლონურ მხარეს საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

როგორც აღინიშნა, ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში კუიავსკო-პომორსკის რეგიონის მარშალის პიოტრ ცოვბესკის ინიციატივით ვლადისლავ რაჩკევიჩის ბიუსტი დაიდგმება, რომელსაც პოლონელი მოქანდაკე გააკეთებს და 2 მაისს, ქუთაისქალაქობაზე საზეიმოდ გაიხსნება.


ნანახია: 183-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტი საქართველოში უკვე 5 წელია რაც წარმატებით ხორციელდება.
პოლონეთის დელეგაციას ქუთაისში იმერეთის გუბერნატორმა უმასპინძლა.