Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მამუკა ხაზარაძე: ქუთაისს ყველაზე მეტად სამუშაო ადგილები სჭირდება და ჩვენ ვიცით როგორ გავაკეთოთ ეს, რადგან 10000 სამუშაო ადგილი უკვე გვაქვს შექმნილი

თარიღი : 25-01-2020, 11:57 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მოძრაობამ "ლელო საქართველოსთვის" ქუთაისში რეგიონული ოფისი გახსნა და ადგილობრივი გუნდი წარადგინა. "ლელო"-ს ლიდერებმა ქვეყნის ხელისუფლებას კომპეტენცია დაუწუნეს და განაცხადეს, რომ მათ იციან როგორ შექმნან ეკონომიკური კეთილდღეობა, მაღალანაზღაურებადი და დაცული სამსახურები. მათივე თქმით, "ლელო"-ს სხვა ოპოზოციური პარტიებისგან ის გამოარჩევს, რომ "ლელო"-ს მსგავსი გუნდი სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში არ მოიძებნება.

"ლელო"-ს ლიდერების განცხადებით, მათ კონკრეტული გეგმა აქვთ ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებით კონკრეტული სამოქმედო გეგმა აქვთ. თვლიან, რომ ქუთაისი ლოჯისტიკური და ფინანსური ცენტრი უნდა გახდეს.

"ქუთაისს ყველაზე მეტად სამუშაო ადგილები სჭირდება და ჩვენ ვიცით როგორ გავაკეთოთ ეს, რადგან 10000 სამუშაო ადგილი უკვე გვაქვს შექმნილი,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"ლელო"-ს ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად მამუკა მამალაძე დასახელდა.


ნანახია: 544-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი