Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა საკითხების მოწესრიგებას ითხოვენ ვანის სოფლები 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფარგლებში?

თარიღი : 24-01-2020, 08:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, პრიორიტეტების დაგეგმვის მიზნით ყუმურის, ტობანიერის, მთისძირის, შუამთის, მუქედის და ციხესულორის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნული შეხევდრები მიზნად ისახავს მოსახლეობის ჩართულობის ამაღლებას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების საქმეში. შეხვედრებზე განიხილეს სოფლებში არსებული პრობლემები და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე. დასახული იქნა პრიორიტეტები.

ყუმურის ადმინისტრაციულ ერთეულში პრიორიტეტებად ცენტრალურ სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა, ასევე ბეტონის გზის დაგება და ხიდის შეკეთება დასახელდა.

ტობანიერის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლების მხრიდან კიუეტის, სკვერის, სტადიონის და გარე განათების მოწყობა, ასევე საუბნო გზის მოხრეშვა იქნა დასახელებული.

მთისძირის მოსახლეობა საჯარო სკოლის და საბავშვო ბაღის შემოღობვას, ასევე გარე განათების მოწყობას და სკვერის მოწყობას ითხოვს.

შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულის მაცხოვრებლებმა ტრენაჟორების მოწყობა, საბავშვო ბაღის ეზოში ბავშვთა გასართობი ატრაქციონის მონტაჟი, სტადიონის მოწყობა და მდინარე ყუმურზე საცალფეხო ხიდის გაკეთება დაასახელეს.

მუქედში პრიორიტეტული სასმელი წყლის მილის შეძენა და სასაფლაოს მოწყობა გახლავთ. ასევე საუბნო გზის რეაბილიტაცია, გარე განათების და ტაძრის ეზოში სველი წერტილების მოწყობა.

ციხესულორის მოსახლეობისთვის კი გარე განათების და მინი სტადიონის მოწყობა არის პრიორიტეტული. აღნიშნული საკითხები გათვალისწინებული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი 2020 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.

ვანის მუნიციპალიტეტისთვის აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად ჯამში 570 ათასი ლარი არის გამოყოფილი.


ნანახია: 339-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მუნიციპალიტეტის სოფლების საჭიროებების კვლევის მიზნით, შეხვედრები ყველა სოფელში გამართა.

ამინდი