Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ელემენტარული სასადილო არ არის. ქუჩაში ვჭამთ, ქვებზე გვიდია საჭმელი. არც გათბობაა, არც სველი წერტილები,'-ქუთაისელი მეტალურგების პროტესტი

თარიღი : 24-01-2020, 08:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ქართულ-ინდური მეტალურგიული ქარხანის მუშები მეორე დღეა გაფიცულები არიან.

ხელფასების გაზრდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება, უქმე დღეებში დასვენება და ზეგანაკვეთური სამუშაოების განსხვავებული ტარიფით ანაზღაურება - ამ მოთხოვნებით გაფიცვას 200-მდე მუშა უერთდება.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სამუშაო პროცესს იქამდე არ აღადგენენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„საშინელ პირობებში ვმუშაობთ, ელემენტარული სასადილო არ არის. ქუჩაში ვჭამთ, ქვებზე გვიდია საჭმელი. არც გათბობაა, არც სველი წერტილები. დღეში 12 საათი ვმუშაობთ, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების გარეშე. არ გვაქვს აირწინაღები, როდესაც მტვერთან და ცეცხლთან მუშაობა გვიწევს, არაფერი ჩვენ არ გვაქვს. ვითხოვთ დაცული იყოს ქარხანაში შრომის უსაფრთხოების წესები და მოგვიმატონ ხელფასები,"-აცხადებენ გაფიცულები.

მუშების საპროტესტო აქციას, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა, რომელმაც ხელისუფლებას, გაფიცულების მდგომარეობით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

„ამ ადამიანების მოთხოვნა ზელეგიტიმურია. კატასტროფულ პირობებში უწევთ მუშაობა. სასადილო არაა, საჭმელს ვერ ჭამენ, ტუალეტი არ ყოფილა და ერთი თვის წინ გახსნეს. აქ დასაქმებულების 70-80% კიბოს გაჩენის საშიშროების ქვეშ მუშაობს, რომ შვილი არჩინოს. ხელისუფლება ვალდებულია დააცვევინოს ყველა ინვესტორს, ყველა მეწარმეს შრომის კანონმდებლობა. ლაი-ლაის და ზღაპრების მოყოლას ჩამოეთრიონ ხელისუფლების წარმომადგენლები აქ და აიძულონ ეს კომპანია, ქართველი ადამიანების უფლებები დაიცვას,“-ამბობს გოგი წულაია.

ქუთაისში შ.პ.ს. "ამბიკა სტილსში'' ამჟამად 270-მდე მუშა მუშაობს.
ქარხნის ადმინისტრაციაში გაფიცულ მუშებს არ პასუხობენ.


ნანახია: 609-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მოწყობაზე დასაქმებული 100–მდე ადამიანი მე–11 დღეა საპროტესტო აქციას მართავს
ფეროშენადნობ ქარხანაში დასაქმებულთა აქციას საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები შეუერთდნენ, რომლებიც აქციის

ამინდი