Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა პირველ ავტომობილს მიმდინარე წლის აგვისტოში გამოუშვებს"

თარიღი : 23-01-2020, 21:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა პირველ ელექტრომობილს მიმდინარე წლის აგვისტოში გამოუშვებს, - ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ "მაესტრო რეგიონებში" განაცხადა.

"ელექტრომობილები, რომელსაც ქუთაისის ქარხანა აწარმოებს, გავა ექსპორტზე, ასევე მოემსახურება ადგილობრივ ბაზარს და დარწმუნებული ვარ, ძალიან პოპულარული იქნება. წარმოება იქნება ისეთი, რომ ქართული ბაზარი არ ეყოფა, დასრულებიდან პირველ ეტაპზე წარმოებული იქნება 5000 ელექტრომობილი, თუმცა შემდეგ ეტაპზე ეს რიცხვი უკვე 40 ათასამდე უნდა გაიზარდოს. ჩვენ აქ მხოლოდ აწყობას არ ვგეგმავთ, ადგილზე უნდა მოხდეს სათადარიგო ნაწილების წარმოებაც. ეს არის ჩინური ბრენდი და გამოვუშვებთ იგივე მანქანებს იგივე სტანდარტებით.

ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს, რადგან ამ ეტაპზე დასაქმებულია 300 ადამიანი, თუმცა ეს გაიზრდება 3000-მდე. ამ ქარხნის მშენებლობის დასრულებას რეგიონის მოსახლეობა ელოდება, იმიტომ, რომ დასაქმდნენ.

ვფიქრობთ, რომ პირველი ელექტრომობილი გამოვუშვათ აგვისტოში, გარდა ამისა, ცალკე იქნება აკუმულატორების ქარხანა, ცალკე იქნება ყველა ელექტროობის წარმოების ხაზები, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ მთლიანად ავაწყოთ ქუთაისში ელექტრომობილი.

ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, დიდ მოგებას მოუტანს არა მარტო ქუთაისს, არამედ მთელ საქართველოს და ყველაზე დიდი პლუსი არის ის, რომ ეკოლოგიურად იქნება ძალიან მომგებიანი", - განაცხადა შალამბერიძემ.


ნანახია: 1067-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი