Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩემი მიზანია პროფესიონალურ ბრძოლებს დავეუფლო და ვიბრძოლო ღირსებისათვის'

თარიღი : 21-01-2020, 19:51 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ზესტაფონელი ლუკა სხილაძე კიკბოქსინგით 6 წლის ასაკში დაინტერესდა. თავიდან სანდაში იბრძოდა, თუმცა ამჟამად შერეული ორთაბრძოლებითაა დაინტერესებული. ჯერჯერობით სამოყვარულოშია, თუმცა თვლის, რომ მისი კარიერა ახლა იწყება და პირველ ნაბიჯებს დგამს სპორტის აღნიშნულ სახეობაში.

ლუკას სამოყვარულო რეკორდი 9 მოგებას და 4 წაგებას ითვლის, აქედან ორი დისკვალიფიკაცია აქვს. არის  საქართველოს ორგზის ჩემპიონი 58 და 57 კგ-ში. ამასთან, მოგებული აქვს იმერეთის პირველობა იმავე წონებში.

ლუკას განსაკუთრებით უყვარს ჭიდაობა, ამიტომ გადაწყვიტა კიკბოქსინგის პარალელურად თავისუფალ ჭიდაობასაც დაუფლებოდა და ახლა სპორტის ორ სახეობაში ვარჯიშობს. მისი ძლიერი მხარე სისწრაფე, მოქნილობა, და გამძლეობაა.

მისი კიკბოქსინგის მწვრთნელი გოჩა ჭულუხაძეა, თავისუფალი ჭიდაობის კი-დიმიტრი რობაქიძე.

18 წლის ბიჭი ვარჯიშის პარალელურად მუშაობს, თუმცა მალე თავის დანებებას და ბოლომდე ამ სპორტზე გადართვას აპირებს.

"ჩემი მიზანია პროფესიონალურ ბრძოლებს დავეუფლო და ვიბრძოლო ღირსებისთვის, ვიბრძოლო გამარჯვებისთვის. ყველაზე დიდ სიამოვნებას ვარჯიში მანიჭებს, ვაპირებ ბოლომდე დავიხარჯო ამ სპორტში და ვიბრძოლო ჩემი მიზნებისთვის," -აღნიშნა მან.

წყარო: Mma georgia


ნანახია: 358-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სანიკიძის თქმით, გადაწყვეტილება მან და მისმა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო.
თეიმურაზ გაფრინდაშვილი თვლის, რომ ამგვარად მას, როგორც ძლიერ კანდიდატს ებრძვიან.
ლუკა ქუთაისში არსებულ სპეციალიზებულ 45-ე საჯარო სკოლაში სწავლობს.
მცირე ასაკის მიუხედავად, ქუთაისელმა ახალგაზრდამ სპორტის დახმარებით საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყნის მონახულება და კარიერული
ტურნირში ქუთაისის, თბილისის, რუსთავის, გარდაბანის, თელავის, გორის, ჭიათურის, ზესტაფონის, ბაღდადის, ბათუმის, სენაკის, წალენჯიხის,
ნიშნიანიძის განმარტებით, მას სურს, რომ ქართულ ოცნებაში დარჩეს, თუმცა თუ მისი ადგილი პარტიაში არ იქნება, ასეთ შემთხვევაში,

ამინდი