Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნიას ვარშავის ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის დირექტორი სტუმრობდა

თარიღი : 21-01-2020, 19:01 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ვარშავის ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის (KSAP) დირექტორს ვოიჩეხ ფედერჩიკს და ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე და საჯარო მოხელეებისთვის გაცვლითი პროგრამების შემუშავებაზე.

მხარის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ამ მიმართულებით სხვადასხვა პერიოდში განხორციელებულ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აუცილებელია საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეებისთვის ევროპული გამოცდილების გაზიარება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და ვარშავის ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნულ სკოლას შორის ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს , რომლის ფარგლებშიც მხარეები განახორციელებენ ერთობლივ საგანმანათლებლო და გაცვლით პროექტებს საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეებისთვის.


ნანახია: 737-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სერთიფიკატი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მაღალიმთიანი რეგიონებში მცხოვრებმა 43 საჯარო მოხელემ მიიღო.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და იმერეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის

ამინდი