Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"წამო, წავიდეთ ხარაგაულში"

თარიღი : 21-01-2020, 18:18 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
"წამო, წავიდეთ ხარაგაულში",-ამგვარი სლოგანით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია მისი ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ცდილობს.

"ვისაც ერთხელ მაინც უმოგზაურია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ან პირიქით, შეუძლია თქვას, რომ ხარაგაულში ნამყოფია.

უღელტეხილის გარშემო მთის კალთებზე შეფენილი სოფლებია. გზაზე გამოფენილი ხის მოწნული და თიხის ჭურჭელი, ნიყვი და სხვადასხვა ფერის თაფლი- რეგიონის ამ მახასიათებლებს ბევრი იცნობს, თუმცა გვერწმუნეთ, ამ მთების სიღრმეში, მთავარი გზის მიღმა იმერეთის ნამდვილი საგანძური იმალება.
http://www.picz.ge/img/s4/2001/21/b/b6ed75408c38.jpg
სწორედ იმერეთის ამ გამორჩეულ მხარეშია ნაპოვნი ბორის განძი. მისი გამორჩეული ექსპონატები, მაგალითად ერმიტაჟში დაცული ვერცხლის თასი, რომელზეც სამსხვერპლოს წინ მდგარი ღვთაებრივი ცხენია გამოსახული.

თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი, გამოგვყევით, გააღეთ ხარაგაულის კარი და ნახეთ ბუნებისა და კულტურის უჩვეულო მრავალფეროვნება. მათ შორის მისტიური არსებების კვალი, არა მარტო მითებსა და ლეგენდებში, არამედ ხარაგაულის ყოველდღიურ ცხოვრებაში,"-ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 508-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
დღესვე, ხარაგაულში 12 მაისთან დაკავშირებით ჩამოსული სტუმრების პატივსაცემად, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული ღონისძიება
თამაში სხვადასხვა ორგანიზაციას შორის ჯგუფური პრინციპით ჩატარდება.

ამინდი