Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისის საბავშვო ბაღებში 9 700 ბავშვიდან 2 800 ბავშვი გამოცხადდა. ზოგი ვირუსით არის ავად, ზოგი კი ჩუტყვავილას პრობლემებით"

თარიღი : 21-01-2020, 12:52 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 20 იანვარს განახლდა. როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა განუცხადა, ბაღებში ბავშვების დაახლოებით 35% გამოცხადდა.

„წლის ბოლოს, როდესაც სწავლა დავასრულეთ ვთქვით, რომ 20 იანვარი იქნებოდა ის თარიღი, როცა განახლდებოდა სწავლა და ჩვენ ეს სიტყვა შევასრულეთ. არდადეგების პერიოდი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, ტექნიკურად შეგვემოწმებინა ბაღები, რომ არ ყოფილიყო ან სამზარეულოში რამე პრობლემა, ან გათბობის კუთხით. იცით, რომ გათბობის ქვაბების გარეთ გატანა მოხდა და უსაფრთხოების ზომები 100%-ით მიღებულია.

ბავშვების გამოცხადდბას რაც შეეხება, დაახლოებით 2800 ბავშვი იყო გუშინ გამოცხადებული და იგივეა დღესაც. ზოგი ვირუსით არის ავად, ზოგი კი ჩემი ინფორმაციით ჩუტყვავილას პრობლემებით. გასული კვირის პარასკევს, ჩვენ გვქონდა თათბირი, როგორც წარმომადგენლებთან, ასევე ექთნებთან, რომ როდესაც ბავშვი მოდის დილით, უნდა შემოწმდეს, ხომ არ აქვს ტემპერატურა, სურდო, ან გამონაყარი, რომ ამის მიხედვით დაინფიცირება არ მოხდეს და გადადება სხვა ბავშვებზე. ამ კუთხით ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ,“- ამბობს წიტაიშვილი.

ქუთაისის ბაგა-ბაღებში საახალწლო არდადეგები 27 დეკემბერს დაიწყო და 20 იანვარს დასრულდა.

ცნობისთვის, ქუთაისში სულ 37 ბაგა-ბაღია, რომელიც დაახლოებით 9700 აღსაზრდელს ემსახურება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 480-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ბაგა-ბაღებში 2019 წელს ცვლილებები იგეგმება.
დღეს, 16 იანვარს საახალწლო არდადეგები დასრულდა და სწავლა განახლდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის 24 საჯარო და 1 კერძო სკოლაში.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის ბრძანების საფუძველზე არდადეგები 16 დღის განმავლობაში ფასტანს

ამინდი