Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მოქალაქეს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანება მიაყენეს, მისი ოქროს სამკაულები და კომპანიის კუთვნილი ფული- 1 500 ევრო გაიტაცეს',-დაკავება ქუთაისში

თარიღი : 20-01-2020, 14:28 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს, ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოსა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული არიან: 1971 წელს დაბადებული მ.ს., 1976 წელს დაბადებული ზ.ფ. და 1972 წელს დაბადებული ა.უ.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 19 იანვარს, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის ოფისში შეიჭრნენ. აღნიშნულმა პირებმა ამავე ოფისის თანამშრომელს - 1968 წელს დაბადებულ ნ.ნ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანება მიაყენეს, მისი ოქროს სამკაულები და კომპანიის კუთვნილი ფული - 1 500 ევრო გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მედიკოსებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამივე ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ქუთაისში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი და ოქროს სამკაულები ნივთმტკიცებად ამოიღო.


ნანახია: 353-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული მომხდარიდან 2 დღეში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას,
სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ქუთაისში დააკავეს. სამივე დაკავებული აღიარებს

ამინდი