აფეთქება ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლაში
თარიღი : 14-03-2014, 11:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

აფეთქება ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლაში.
ავტოქარხანის ტერიტორიაზე არსებულ სკოლაში დღეს დილით საქვაბე მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც ბავშვებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა. როგორც topnews.com.ge-ს მასწავლებლებმა განუცხადეს, აფეთქებას იმდენად დიდი ხმა ჰქონდა, რომ სასწავლო ოთახებში ინვენტარი წაიქცა.
"სოკარ ჯორჯიას" წარმომადგენლის ალეკო გაბრიჩიძის თქმით, პირველადი დაკვირვებით, შესაძლოა აფეთქება საქვაბე მოწყობილობის გაუმართაობით იყოს გამოწვეული.
„აქ გაზის აფეთქებას ვერ ვადასტურებთ. უბრალოდ არის დამწვარი ქვაბი საქვაბეში გაუმართაობის ფგმო. დაზიანების, დაწვის, აფეთქების გამომწვევი მიზეზი დაუდგენელია. სავარაუდოდ არის გაუმართაობა, რადგან გაზის განიავებელი სარკმლები ორივე მხარეს ღიად არის,“ -აცხადებს გაბრიჩიძე.