Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის მერობის ყოფილ კანდიდატს 7000 ლარიანი გირაო შეეფარდა

თარიღი : 20-01-2020, 10:05 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 7 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ, პროკურატურამ მიმართა. მოსამართლემ კი შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
პროკურორის განცხადებით, ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად 40 დღე განესაზღვრა, ვახტანგ რობაქიძე გირაოს სრული მოცულობის გადახდამდე პატიმრობაში დარჩება.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რობაქიძის ადვოკატის განცხადებით, ისინი არ ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას. ადვოკატის თქმით, მოსამართლემ „დაკვეთა შეასრულა“.

ადვოკატის ინფორმაციით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ვახტანგ რობაქიძესა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
რობაქიძე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას სასამართლოს გადაწყვეტილებით 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.


ნანახია: 222-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, მისი ძმის ლევან ბობოხიძის გირაოს თანხას მისი უძრავი ქონების გაყიდვით
პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა, რომლის მიხედვით, „ნაციონალების“
პროკურატურა ჯახუასთვის სასჯელის სახით 3 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ამინდი