Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გვინდა მოვიზიდოთ უფრო მეტი ტურისტი, წარმოვაჩინოთ ქართული გასტრონომიული კულტურა. შევთავაზოთ ტურისტებს მასტერკლასები და თავად ჩავრთოთ ამაში,'-წლის რესტორნის გეგმები და საზოგადოების აღიარება

თარიღი : 19-01-2020, 16:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
topnews.com.ge
ულამაზესი ხედების, სასწაული გარემოს, გუნდისა და კერძების წყალობით რესტორანმა "შატო გელათმა" გახსნიდან მალევე მოიპოვა პოპულარობა და სტუმრების ნდობა. „შატო გელათი“ ერთ-ერთი პასუხია კითხვაზე: სად წავიდე მე, ჩემთვის მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, ან სად წავიყვანო ჩემი სტუმრები და რით ვასიამოვნო ისინი?

უგემრიელესი, ნატურალურ პროდუქტებზე დამზადებული კერძები და სასიამოვნო გარემო სტუმრებს აღაფრთოვანებს და აოცებს. ამასთან, გელათის ტაძრისა და ულამაზესი ბუნების საოცარი ტანდემი ერთი ათად საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის  რესტორანს. ეზოში ბუნებრივი ღელე მიედინება, ტერასა კი მდინარე წყალწითელას გადაჰყურებს. შატო საუკეთესო ადგილია რელაქსაციისთვისაც. გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ რესტორანი "შატო გელათი" იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო "ტოპნიუსი"-ს ორგანიზებით გამართულ "წლის კომპანიებისა და ადამიანების" დაჯილდოვების მასშტაბურ ღონისძიებაზე 2019 წლის რესტორნად დასახელდა.
http://www.picz.ge/img/s3/2001/19/c/cd6b945cc1dd.jpg
„მეგობრების სურვილი იყო გაკეთებულიყო ამ ულამაზეს ადგილზე რესტორანი, რომელსაც ექნებოდა თბილი, მეგობრული ატმოსფერო. რესტორანი სადღაც სამი წელიწადი შენდებოდა, მოგეხსენებათ არ არის მარტივი აშენდეს ამ ტიპის შენობა. რესტორნის მფლობელები მშენებლობაშიც კი იღებდნენ მონაწილეობას. ეზო, რომელიც შემდეგ ასე ლამაზად გადაიშალა, ტერასა, ხიდები... ყველაფერი თავად დაგეგმეს. ეს კეთდებოდა რუდუნებით, სითბოთი და სიყვარულით, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ადამიანების ენთუზიაზმით არის გაჯერებული აქაურობა.

ადგილი, სადაც რესტორანი მდებარეობს შემთხვევით შერჩეული არ არის. მოგეხსენებათ, გელათის მონასტერი ახლოს მდებარეობს და რესტორნის ნებისმიერი სივრციდან ჩანს ეს დიდებული ტაძარი. ვფიქრობ, რომ ეს სოფელი კიდევ უფრო გალამაზდა და გაკეთილშობილდა რესტორნის აგების შემდეგ. ერთი წელია ჯერ რაც ვარსებობთ, ასე ვთქვათ ახალგაზრდები ვართ სარესტორნო ბიზნესში, ახალ ნაბიჯებს ვდგამთ, თუმცა ვფიქრობთ, რომ წარმატებული ერთი წელი იყო. საკმარისი კეთილგანწყობილი სტუმრების რაოდენობა შევაგროვეთ. გვყავს ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი. თუ ვინმე ტაძრის სანახავად მოდის, აუცილებლად შემოივლის ხოლმე ჩვენთან. მათ ვთავაზოთ ქართულ ნაციონალურ ტრადიციულ კერძებს, აბსოლუტურად ნატურალურ პროდუქტებს. ამ მხრივ ირგვლივ მყოფი მოსახლეობა ძალიან გვეხმარება, რძის პროდუქტებს, ქათმებს, ყველაფერს მათგან ვიძენთ. თითქის ყველა ოჯახი ჩართულია ამაში. ბევრი ჩვენთანაა დასაქმებული სხვადასხვა პოზიციებზე, თუ მუდვივად არა, როგორც კი რამე გამოჩნდება, მაშინვე ვეხმიანებით. ვფიქრობთ, რომ ამ მხრივაც გადავდგით რაღაც კარგი ნაბიჯი,“-ამბობს „შატო გელათის“ დირექტორი ნესტან კოხრეიძე.

მისივე თქმით, პროფესიონალი მზარეულების მიერ მომზადებული ქართულ-ევროპული უგემრიელესი კერძები კიდევ ერთი მიზეზია, რაც „შატო გელათს“ ყველასგან გამორჩეულსა და განსაკუთრებულს ხდის. თანამშრომლები კი, ყველა ტიპის ღონისძიების დაგეგმვაში უმაღლესი დონის სერვისს სთავაზობენ მომხმარებლებს.
http://www.picz.ge/img/s3/2001/19/3/37a4393cd405.jpg
„ჩვენი შეფი ძალიან გამოცდილი და წარმატებულია, მას სხვადასხვა ქვეყნებში უმუშავია. ძალიან კარგად იცის ჩინური და სხვა ქვეყნის სამზარეულოც. შესაბამისად, შეგვიძლია ყველანაირი სტუმრის გემოვნება დავაკმაყოფილოთ. ჩვენთან საქორწილო სუფრებიც გამართულა, კონფერენციებიც, კორპორაციული საღამოებიც. ამასთან, ჩვენი თანამშრომლები მეგობრობენ თითქმის ყველა ცნობად სახესთან. ამდენად სალომე ბაკურაძეს, სოფო ბედიას, ანრი ჯოხაძეს, დავით გომართელსა და სხვებს ხშირად ვიწვეთ ხოლმე. სტუმრებიც კმაყოფილები არიან. კმაყოფილი მომხმარებელი კი ჩვენი პოტენციური მომავალი სტუმარია,“-ამბობს ნესტან კოხრეიძე.

„შატო გელათის“ დირექტორი იმერეთი მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან სამომავლო გეგმებზეც საუბრობს.

„გვინდა მოვიზიდოთ უფრო მეტი ტურისტი, წარმოვაჩინოთ ქართული გასტრონომიული კულტურა. შევთავაზოთ ტურისტებს მასტერკლასები, ამ პროცესში თავად ჩავრთოთ,“- ამბობს კოხრეიძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 807-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი