Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

10 ევროთი დაწყებული ბიზნესი და ღვინის მარანი, რომელიც საქართველოსა და საფრანგეთის ისტორიას ეძღვნება

თარიღი : 19-01-2020, 15:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
topnews.com.ge
მოგეხსენებათ, რომ კარგი ღვინო სუფრის მთავარ ატრიბუტად მიიჩნევა. მაღალი ხარისხის ღვინის დამზადება კი მარტივ საქმეს სულაც არ წარმოადგენს. ჯერ ერთი, პროცესი უნდა გიყვარდეს, გსიამოვნებდეს და ღვინის ტექნოლოგიების შესახებ მსუყე ცოდნაც უნდა გაგაჩნდეს.

ალბათ ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, ვინც ღვინის მარნის "შატო ფერსათის“ შესახებ არ იცის. "შატო ფერსათი“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში მდებარეობს. ქართული ჯიშებით დამზადებული, მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება ჯაბა ჯიხვაძის სახელს უკავშირდება, რომელიც ღვინის საოცარი გემოთი მთელს საქართველოს ანებივრებდა. მამის მიერ წარმოწყებული საქმე კი მოგვიანებით შვილმა განაგრძო.

„შატო ფერსათს“ სათავეში ვახტანგ ჯიხვაძე 2010 წლიდან თავად ჩადგა. წლების განმავლობაში შრომით განვლილი გზის წარმატებულ ისტორიას მეღვინე იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს უყვება.

„მამაჩემი, ჯაბა ჯიხვაძე ცნობილი მეღვინე იყო. სოფელ ფერსათში უძველესი, 120 წლის სახლი გვქონდა, უზარმაზარი ეზოთი, ძალიან ბევრი ვენახი გვქონდა, სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. შემდეგ მამაჩემმა გააკეთა მარანი და ღვინით მთელს სამეგრელოს ამარაგებდა, ზუგდიდი იყო ეს, ფოთი, სენაკი, აბაში, სხვა რეგიონები, თუ ქალაქები. განთქმული იყო ამ ღვინის გემო მთელს საქართველოში. მე ამ პერიოდში თბილისში ვცხოვრობდი (22 წელი თბილისში ვიყავი), შემდეგ 4 წელი საფრანგეთში მომიწია წასვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ინვალიდი ვიყავი, საფრანგეთში მენჯის ძვალი შევიცვალე. რომ დავდექი ფეხზე, სწორედ იქ გამიჩნდა სურვილი საქართველოში დავბრუნებულიყავი და გამეგრძელებინა მამაჩემის საქმე. რომ ჩამოვედი, ზუსტად 10 ევრო მედო ჯიბეში. მოგეხსენებათ, მიტოვებული სახლი როგორი დამხვდებოდა, გავწმინდე ყველაფერი, დავასუფთავე იქაურობა და წავედი ისევ თბილისში, სამსახურის პოვნის იმედად. ყველანაირ სამსახურზე თანახმა ვიყავი. მერე მოხდა ისე, რომ ტაქსზე დავიწყე მუშაობა, ზუსტად 7 წელი ვიმუშავე თბილისში ამ საქმეზე. 2017 წელს კი ფერსათში დავბრუნდი და შევუდექი საქმეს.
http://www.picz.ge/img/s3/2001/19/c/c5b6fdd3e05e.jpg
ყოველივე უფალმა და მამაჩემის სურვილმა შემაძლებინა. დაიჯერებთ, რომ ე.წ ქაფჩაზე თითი არ მქონდა დაკარებული? ჩემი ხელით გავაკეთე ყველაფერი. ახლა რომ ვზივარ და ვუყურებ აქაურობას, ჩემს თავს ვეკითხები, როგორ გავაკეთე ეს ყველაფერი, როგორ შევძელი? ამით ძალიან დიდი სურვილი შევისრულე, ამიტომ თავს ბედნიერ კაცად ვთვლი. უხეშად რომ ვთქვათ, ამხელა სახლის, ეზოს, მარნის რესტავრაცია დავიგდე ბეჭებზე და სადღაც 2 წელიწადნახევარში დავასრულე რესტავრაცია. ახლა პირველ სართულზე სამზარეულოს ვასრულებ. ყველაფერს უმაღლეს დონეზე ვაკეთებ. მარნის გახსნას აპრილის თვეში ვგეგმავ. აქ ყველაფერი ნატურალური პროდუქციის იქნება, ღვინიდან დაწყებული, საკვებით დამთავრებული. მარნის საქმეებს თეა ქაშაკაშვილი აწესრიგებს ამჟამად,“-ამბობს ვახტანგ ჯიხვაძე.

ღვინის მარნის სახელწოდებაზე ბევრი აღარც უფიქრია. ამბობს, რომ სახელი „შატო ფერსათი“ საქართველოსა და საფრანგეთის მეგობრობას დაუკავშირა.

„საფრანგეთი როგორც ჩემი ქვეყანა, ისე მიყვარს. ზუსტად საფრანგეთმა დამბადა მეორედ ამ ქვეყანაზე. საფრანგეთმა დამიბრუნა ჯანმრთელობა, ფეხზე გავიარე ისე, როგორც ბავშვობაში დავდიოდი. ბევრი რამ მასწავლა ცხოვრებაში. ამიტომაც სახელწოდება „შატო ფერსათი“ აქედან მოდის. „შატო“ ფრანგულად სასახლეს ნიშნავს, ამდენად ამ სახელით დავაკავშირე საქართველოსა და საფრანგეთის მეგობრობა. ვთვლი, რომ ეს მარანი მარტო ჩემი არ არის, ეს მარანი მთელი საქართველოსია. ამით ჩვენ, მთელს ქვეყანას ვანახებთ ჩვენს კულტურას. მარანი ჩვენი სიმბოლოა. ეს ქრისტიანობაცაა, ეროვნებაც, ყველაფერია. ჩემი შეხვედულება ღვინოზე ასეთია,“-ამბობს ვახტანგ ჯიხვაძე.
http://www.picz.ge/img/s4/2001/19/2/27e7a057e326.jpg
მისივე თქმით, მარნის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება და მარანი გაზაფხულზე გაიხსნება. ვახტანგ ჯიხვაძე Topnews.com.ge-ს სამომავლო გეგმებზეც უყვება.

„ამ მარნის რეაბილიტაცია რომ დასრულდება, დაკომპლექსდება მომსახურე პერსონალით. მეყოლება მენეჯერი, რომელსაც კარგად ეცოდინება უცხო ენები, საქართველოს ისტორია, კომპიუტერი. მშრომელი, გამოცდილი, საიმედო პიროვნება მჭირდება ამ საქმეში. რაც შეეხება მომსახურე პერსონალს, მათ ეროვნული ფორმები ეცმევათ, გვეყოლება ე.წ. პოვარიც. რისი ნახვა შეეძლებათ ჩვენთან სტუმრებს? გეტყვით, რომ აქ 200 წლის საწნახელი, 200 წლის პრესი, ძველისძველი კასრები, უძველესი ე.წ ოტკის ქვაბია, თავის განყოფილებით. უძველესი ავეჯით მაქვს სახლი გაწყობილი, თავისი პიანინოთი, ბუხრით, საწოლებით და ა.შ. თითოეული ნივთი ძველია. ბევრი ანტიკვარი საფრანგეთიდან ჩამოვიტანე. სპეციალურ თიხაში, ხეში გვაქვს ჩასმული ოთახები. ჩემი ხელით გავაკეთე ყველაფერი. უზარმაზარი ეზო მაქვს ( სადაც განათებები უკვე მოვაწყე, გავაკეთე საპარკინგე ადგილებიც), ძველებური ჭიშკრით, დიდი ტალავრები შემოყვება შიგნით, ვაზშია ჩასმული მთლიანად. გავაკეთებთ ტერასებს, აქვე იქნება პატარა რესტორანი, სადაც ქართულ და ევროპულ კერძებს დააგემოვნებენ. გეგმები ბევრია,“-ამბობს ვახტანგ ჯიხვაძე.
http://www.picz.ge/img/s4/2001/19/f/f22f14f96d7f.jpg
შეგახსენებთ, რომ იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს პიარჯგუფის ორგანიზებით გამართულ "წლის კომპანიებისა და ადამიანების" დაჯილოვების ღონისძიებაზე "შატო ფერსათი" 2019 წლის ღვინის მარნად დასახელდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 234-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილზე მისულ ქართველ თუ უცხოელ დამთვალიერებელს საქართველოში არსებული სხვადასხვა ჯიშის ღვინის დაგემოვნება და მათ შესახებ
'ხომლის მარანს' წყალტუბოს მაჟორიტარი ესტუმრა და ღვინის ისტორიასა და დამზადების ტექნიკას ადგილზე გაეცნო. ზურაბიანის თქმით, ღვინის
"ღვინის დღესთან" დაკავშირებით გაიშლება კარვები, რომელიც გაფორმდება ვაზის და ღვინის ამსახველი ფოტოებით. მოეწყობა და აუქციონები,

ამინდი