Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლის პროცესში ჰარვარდის უნივერსიტეტის სასწავლო მასალებს გამოიყენებენ

თარიღი : 18-01-2020, 14:07 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის უნივერსიტეტი ჰარვარდის უნივერსიტეტის Macroeconomics of Competitiveness Network-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან UNIK-ს ჰარვარდის სასწავლო მასალებთან წვდომა და მათი სწავლების პროცესში გამოყენების სრული უფლება ექნება.
 
აღნიშნული ინფორმაცია ჰარვარდის უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე გაჟღერდა, რომელსაც მთელი მსოფლიოდან MOC NETWORK-ის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროფესორმა მაიკლ პორტერმა ქუთაისის უნივერსიტეტი MOC NETWORK-ის წევრად გამოაცხადა. შეხვედრაზე ქუთაისის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ჰარვარდის MOC NETWORK -ში მამუკა საღრიშვილიც იმყოფებოდა.
 
„სიმართლე გითხრათ, მოველოდით MOC NETWORK-ის წევრობას, რადგან კომუნიკაცია საკმაოდ გამართული იყო ჰარვარდის მხარესთან, თავიდანვე დარწმუნებულები ვიყავით, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდებოდა. რაც მთავარია მზაობა იყო როგორც ქუთაისის უნივერსიტეტის, ასევე ჰარვარდის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის მხრიდან, რომ ეს თანამშრომლობა შემდგარიყო.
 
ეს უნივერსიტეტისთვის გამოწვევაა, რადგან ჰარვარდის ქეისებზე წვდომა და შემდეგ ამ ყველაფრის სწავლის პროცესში გამოყენება, გარკვეული „ჩელენჯია“ ქუთაისის უნივერსიტეტისთვის. ეს იქნება უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ზღვა საგანმანათლებლო მასალა ნამდვილ ისტორიებზე და რაც მთავარია, ეს არის უმაღლესი დონის მასალა. ჰარვარდის ქეისებია ბოლოს და ბოლოს, რომელიც დაახლოებით 5-დან 10 000 დოლარამდე ღირს, თუ MOC NETWORK-ის წევრი არ ხარ. თუმცა ჩვენ ამაზე უფასო წვდომა გვექნება. ამასთან, ეს იქნება უდიდესი იურიდიული ბიბლიოთეკა ქუთაისის უნივესიტეტისთვის ამ წელს.
 
დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევას წარმატებით გაართმევს თავს ჩვენი უნივერსიტეტი, რადგან ყველამ კარგად ვიცით, როგორი მაღალკვალიფიციური პერსონალით არის ქუთაისის უნივერსიტეტი დაკომპლექტებული,“-ამბობს მამუკა საღრიშვილი.
 


ნანახია: 633-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასწავლებლის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის კონსტანტინე სირბილაძის თქმით, მიმდინარე სასწავლო წელს იგეგმება უნივერსიტეტის
სასწავლებელი ერთ წელიწადში მე-13 000 ადგილიდან 15 007-ე ადგილზე აღმოჩნდა.
კოფეინი აჩქარებს მეტაბოლიზმს.

ამინდი