ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე აიღეს
თარიღი : 18-01-2020, 11:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ განთავსებული მთავარი ნაძვის ხე უკვე აიღეს. ნაძვის ხის დემონტაჟი გუშინ, დილიდან მიმდინარეობდა, შლიდნენ საახალწლო განათებებსაც.
დაპირება, რომ წელს ქუთაისს გამორჩეული და ორიგინალური ნაძვის ხე ექნებოდა, შესრულდა. ნაძვის ხის დიზაინზე ქუთაისელმა დიზაინერებმა- ანა რევიშვილმა, ანა ღულაძემ და ნინო ჩხენკელმა იზრუნეს. ნაძვის ხემ არა მხოლოდ ქუთაისელების, მთელი საქართველოს განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. იგი კოლხური მოტივების მიხედვით მოირთო.
მესხიშვილის თეატრის წინ მდებარე მთავარი საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს განათდა. იგი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და ბავშვებთან ერთად აანთო.