Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„თიბისი ბანკი-თაღლითობა კანონის სახელით"

თარიღი : 17-01-2020, 21:51 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
„თიბისი ბანკი-თაღლითობა კანონის სახელით“- აღნიშნულ საკითხზე ლევან ჭელიძე Topnews.com.ge-სთან საუბრობს. „იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ამბობს, რომ რადგან თიბისი ბანკის სტატუსსმომხმარებელია, ნებისმიერ  ვალუტაში 0%-იანი საკომისიო აქვს.

ჭელიძე იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტოს უყვება, რომ დღეს, კლიენტის მიერ დარიცხული თანხის გამოსატანად ბანკში მივიდა, თუმცა საკომისიო მოთხოვეს, რაც მისი თქმით, ბანკის თაღლითურ სქემაზე მეტყველებს.

„კლიენტმა დამირიცხა დღეს დილით 1300 დოლარი. სარჩელი მაქვს აღსაძვრელი სასამართლოში და ეს თახნა სახელმწიფო ბაჟის იყო. წუთებზე ვიყავი დამოკიდებული, საქმეზე ვადა გამდის დღეს. მივედი თიბისი ბანკში თანხის გამოსატანად. რადგან თიბისი ბანკის სტატუსსმომხმარებლი ვარ, შემიძლია ნულპროცენტიანი დოლარი/ევრო/ლარი გავიტანო ბანკომატიდან ისე, რომ ერთ ლარს არ ვიხდი საკომისიოს.

მითხრეს, ჯერ 1000 დოლარი გამოიტანე, შემდეგ 300-იო. მივედი და 1000 გამოვიტანე, 300- ვეღარ. შემდეგ მითხრეს, ლარზე რაღაც ბლოკირება გაქვთ (რაც სისულელეა) და 20 ლარი შეიტანეთ თქვენი ლარის ანგარიშზე და მერე გაიტანთო. დავურეკე ოპერატორს ცხელ ხაზზეც და მანაც იგივე მითხრა. კარგი, შევიტანე ის 20 ლარიც, მაგრამ კიდევ ვერ გამომაქვს თანხა. მეუბნებიან, მაშინ 200 დოლარი გამოიტანეთ და 100-ს მერე გაიტანთო. გავაკეთე ასე და კიდევ არ მატანს 100 დოლარს.

ცოტა ხანში გამოვიდა მენეჯერი და მეუბნება, 90 ლარი უნდა შეიტანო და გაიტანო. ვუთხარი, ერთ საათში 100 დოლარს გამატანთ აქედან, თორემ ნახავთ რა იქნება-თქო. ამ მეჯერმა ოთხგზის ვერსია მითხრა, თუ რატომ ვერ გამომქონდა საკომისიოს გარეშე თანხა. ოთხივე სხვადასხვა ინფორმაციის შემცვლელი იყო. ერთი ამბავი რომ დავუწიე, იურიდიულად დავუწყე საუბარი, პასუხები ვეღარ გამცეს, დაიბნენ და გამოიძახეს უსაფრთხოების სამსახური, თუმცა ვუთხარი არ დამნახვებოდნენ და ასეც იყო. რომ გამოვედი ბანკიდან, ზუსტად 5 წუთში მირეკავენ, შეგიძლიათ მოხსნათ თქვენი თანხა, არაა პრობლემაო. რა თქმა უნდა გავიტანე თანხა.

ესენი არიან თაღლითები, ძარცვავენ ხალხს. მე რომ არ ვიყო ახლა იურისტი, არ ვერკვეოდე აღნიშნულ საქმეებში და ხელშეკრულებები კარგად არ ვიცოდე, გამძარცვავდნენ, მომატყუებდნენ, ისევე როგორც ძარცვავენ და ატყავებენ რაღაცების საკომისიოს სახით მოქალაქეებს,“-აცხადებს ლევან ჭელიძე.
 


ნანახია: 2055-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ელგუჯა გოცირიძეს ჰყავს მეუღლე, რომელიც ფლობს 2 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს წავკისში, 212.14 კვ. მეტრის
მოშიმშილე ოთარ ხმელიძე ამბობს, რომ ბანკიდან სესხის სახით 17 500 ლარი ჰქონდა გამოტანილი, რომელსაც პირნათლად იხდიდა.
როგორც უფლებადამცველი და იურისტი ლევან ჭელიძე ამბობს, მას დაუკავშირდა აღნიშნული ბიუროს თანამშრომელი ს.მ. და ლ. ჭელიძეს თხოვდა
bpn.ge აგრძელებს თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებში აღმოჩენილი საინტერესო დეტალების გამოქვეყნებას.

ამინდი