Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ხომ გაგიგიათ, ადამიანი იმ ეროვნებისაა, რა ენაზეც ლაპარაკობს და სიზმარს ნახულობსო. უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა სიზმრები ქართულად უნდა ნახონ,'-მერაბ კვიცარიძის მოწოდება საზოგადოებას

თარიღი : 17-01-2020, 15:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ კვიცარიძე მის მიერ, წლების წინ წამოწყებულ ინიციატივას აგრძელებს. მას სურს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ სათვისტომოებს ქართულენოვანი წიგნები გადასცეს. მისი თქმით, აღნიშნული აქცია ქართული ენის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

მერაბ კვიცარიძე იმედოვნებს, რომ აღნიშნულ აქციას დიდი გამოხმაურება მოჰყვება და ამ ეროვნულ საქმეში საზოგადოების დიდი ნაწილი ჩაერთვება.

„ქართულენოვან წიგნებს წლების მანძილზე ვაგროვებდი. დაახლოებით 800-მდე წიგნი ქართული სათვისტომოებისთვის მაქვს ნაჩუქარი თავის დროზე. იცით, რომ მე მდიდარი ბიბლიოთეკა მაქვს, ამიტომ საკუთარი წიგნებიც მაქვს გაგაზავნილი სხვადასხვა ქართულ სათვისტომოებში, სად აღარ ჩამიტანია. ამ ყველაფერს ქრონოლოგიურად სოციალურ ქსელში ვათავსებდი და დოკუმენტალურადაც მაქვს. გადავწყვიტე ახლაც გავაგრძელო ამის დამოუკიდებლად კეთება.

მინდა, რომ ამ აქციაში საზოგადოება ჩავრთო, სხვებმაც მიიღონ მონაწილეობა. საზღვარგარეთ ბევრი ქართული სათვისტომოა, თითოეულს აქვს პატარა ოფისი. მაგალითად, საბერძნეთში ბატონი ავთანდილ მიქაბერიძე ხელმძღვანელობს, თურქეთში ვხვდებით ართვინის ქართულ სათვისტომოს, ქალაქ უნიეში მას ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს, სტამბოლში -სალომე ბარამიძე და ოლხან ბერიძე და ა.შ. იტალიაშიც ძალიან ბევრ ქართველთან მაქვს კომუნიკაცია, ამიტომ მინდა ბიბლიოთეკა შევქმნა და ქართულენოვანი წიგნები მივაწოდო მათ ნელ-ნელა. ხან კონფერენციაზე მიწევს წასვლა, ხან ჩემი მეუღლე და ახლობლები მიდიან, ზოგჯერ მათ ვატან წიგნებს, ზოგჯერ მე ჩამაქვს და ასე გრძელდება წლებია.
ხომ გაგიგიათ, ადამიანი იმ ეროვნებისაა, რა ენაზეც ლაპარაკობს და სიზმარს ნახულობსო. უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა სიზმრები ქართულად უნდა ნახონ. რომელიმე უცხო ენას რომ სწავლობ და სიზმრის ნახვას იმ ენაზე დაიწყებ, უნდა დაანებო სწავლას თავი, თორემ შენი დაგავიწყდება. მოკლედ, ქართული ენის პოპულარიზაცია გვინდა.

მინდა ამ ეროვნულ საქმეში ბევრი ადამიანი ჩაერთოს. ამ ეტაპზე, პირველი იყო ექიმი ქეთევან კოხრეიძე, რომელმაც მომიტანა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონები (9 წიგნი), მეორე იყო მწერალი გიზო თავაძე (39 წიგნი) და მესამე, ავტოქარხნის მაჟორიტარულ ოლქში არსებული მეთოთხმეტე საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი ლელაძე (41 წიგნი). ჩემი ბიბლიოთეკიდან 150 წიგნი მე დავდევი. ვინც მოიტანს, ერთი ცალიც რომ იყოს, ყველას დავწერ. გვინდა გამოჩნდნენ ადამიანები, რომელიც ამ ეროვნულ საქმეში ჩაერთვებიან,“-ამბობს მერაბ კვიცარიძე.

ამ ეტაპზე, სხვადასხვა ქართული სათვისტომოს ბიბლიოთეკისთვის 240-მდე წიგნია შეგროვებული.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 620-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ერთი კვირის განმავლობაში ავტოქარხნის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრები, სხვადასხვა სკოლის მოსწავლე ქალაქ უნიეს კულტურასა და
ქართული ენის ისტორიისა და მის წინაშე მდგარი საჭიროებების შესახებ ლექცია მწერალმა და ჟურნალისტმა ლია გვენეტაძემ წაიკითხა.
'ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს' ავტოქარხნის მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ კვიცარიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს
რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება მიმართვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის სკოლის ბიბლიოთეკისთვის წიგნების

ამინდი