Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'კინაღამ შევეწირე ამ ფაქტს,'- ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ვანდალიზმის აღსაკვეთად კამერები განთავსდა

თარიღი : 17-01-2020, 15:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის  პარკში, უცნობი პირების მიერ დაზიანებული „ცისფერყანწელთა ხეივანი“ აღადგინეს. როგორც პარკის ხელმძღვანელი გიზო თავაძე იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან აცხადებს, განახლდა სამი მეტრის სიმაღლეზე განთავსებულ დაფაზე დატანილი პაოლო იაშვილის, კოლაუ ნადირაძის, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილისა და  გოგლა ლეონიძის ფოტოები.

„რამდენიმე თვის წინ ვანდალებმა გაკეთებული, გალამაზებული და გამშვენიერებული „ცისფერყანწელთა ხეივანი“ დააზიანეს. დახიეს და დაფხრიწეს ტილოზე დაბეჭდილი სათაყვანო პოეტების სურათები. არადა ამ „ცისფერყანწელთა ხეივანში“ მოდიან მასწავლებლები, მოჰყავთ ბავშვები და ასე უხსნიან, უტარებენ გაკვეთილებს. თანაც, „ცისფერყანწელები“ ქუთაისისთვის არის სალოცავი. ვანდალებმა სწორედ ეს დამიზიანეს. კინაღამ შევეწირე ამ ფაქტს.

შარშან ამის აღდგენა ვერ მოვახერხეთ, შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა, ემიგრანტებიც კი. მივმართეთ ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას და დაგვეხმარნენ აღდგენაში. ახლა სულ ახალივითაა. დგას ვიდეოთვალებიც და კიდევ იგეგმება დაყენება. ხალხი ცოტა უნდა გამოფხიზლდეს და ასეთი სუსულელეები არ უნდა აკეთოს. ტიციან ტაბიძის, კოლაუ ნადირაძის, პაოლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის, გოგლა ლეონიძის, ასეთი ხალხის სურათები როგორ უნდა დააზიანო? უნდა იცოდენ მათ, რომ სახელმწიფო ქონება, თუნდაც არ იყოს სახელმწიფო, ის, რაც კარგი კეთდება, არ უნდა გააფუჭონ,“-ამბობს გიზო თავაძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის  პარკში "ცისფერყანწელთა ხეივანი"  2016 წელს გაიხსნა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 848-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უახლოეს ხანში მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკს ასევე ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის ხეივანი შეემატება.
ღონისძიება მიმდინარე წლის 16 ივნისს, 16:00 საათზეა ჩანიშნული.
ასევე, მოხდა ფოტო ალბომის პრეზენტაცია და დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში განთავსებულ ენერგიის დამზოგავ ველოსიპედთან საინფორმაციო სტენდი და ინსტრუქციის დაფები

ამინდი