Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი 73-ე სეზონს ახლადრეაბილიტირებულ შენობაში იწყებს

თარიღი : 17-01-2020, 15:07 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი 73-ე სეზონს ახლადრეაბილიტირებულ შენობაში იწყებს. 18 იანვარს, 15:00 საათზე ვაჟა ფშაველას ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სპექტაკლის „ჩხიკვთა ქორწილის“ პრემიერა გაიმართება, რომლის რეჟისორი ლევან გაბრიჭიძეა.

თოჯინების თეატრის შენობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით სრულად რეაბილიტირდა. სამუშაოების ფარგლებში გამაგრდა საძირკველი, დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების სისტემა, მთლიანად გამოიცვალა სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა, შეიცვალა სცენის კონსტრუქცია და დარბაზი აღიჭურვა განათება-გახმოვანების ახალი აპარატურით. თეატრი სრულად არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. თეატრის შენობისა და ეზოს სრული რეკონსტრუქცია სამინისტროს დაფინანსებით 2018 წელს დაიწყო, რაზეც 585 178 ლარი იყო გათვალისწინებული.

საპრემიერო ჩვენების ფარგლებში ასევე შედგება მაღალპოლიგრაფიული წიგნი-კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც თეატრის 70-წლიან ისტორიას გადმოსცემს. კატალოგის ავტორი ლაშა გაგოშიძეა.

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი 1946 წლის 31 დეკემბერს დოდო ანთაძის ხელმძღვანელობით დაარსდა. პირველი სპექტაკლი აკაკი ბელიაშვილის „თეთრი ფინია“ გახლდათ. დაარსებიდან დღემდე თეატრის დასი აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა- 73 სეზონის განმავლობაში თეატრში 300-ზე მეტი წარმოდგენა დაიდგა. ქუთაისის თოჯინების თეატრის რეპერტუარში დღეისათვის ოცდაშვიდი მოქმედი სპექტაკლია, წარმოდგენები გათვლილია როგორც პატარა, ასევე, მოზრდილი ასაკის მაყურებლისთვის.


ნანახია: 339-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მხარდაჭერით, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის სრული
თოჯინების თეატრის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის მეორე კვარტალში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

ამინდი