Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გაიზრდება თუ არა მგზავრობის ტარიფი ქუთაისში?

თარიღი : 17-01-2020, 14:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„როგორც კი პირველ კალკულაციას გავაკეთებთ, შემეძლება გითხრათ რა ტარიფზე შევძლებთ მოვემსახუროთ სტუდენტებს, სოციალურად დაუცველებსა და სხვა მოქალაქეებს“-ამის შესახებ შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელმა გიორგი გიორგობიანმა განაცხადა. მისი თქმით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე სოციალური შეღავათები იგეგმება, თუმცა აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და ვინ რა ტარიფით ისარგებლებს, რამდენიმე თვეში იქნება ცნობილი.

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კომპანია დაფუძნდა სულ რაღაც ერთი კვირაა. პირველ რიგში, აუცილებელია დაინიშნოს ის საშტატო ერთეულები, რომლითაც კომპანია დაიწყებს ფუნქციონირებას. აუცილებელია გავაკეთოთ კალკულაციები, შევადგინოთ პრაქტიკიდან გამომდინარე არსებული ფაქტორები გადახდასთან და მოსაკრებთან მიმართებაში. როგორც კი, პირველივე კალკულაციას გავაკეთებ, შეგვეძლება გითხრათ რა ტარიფზე მოვემსახურებით სტუდენტებს, სოციალურად დაუცველებს, მოქალაქეებს და ა.შ. ამ თემაზე ჩვენ ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, იგეგმება სოციალური შეღავათები, როგორც სტუდენტებზე, ასევე სოციალურად დაუცველებზე. მაგრამ დღეის მდგომარეობით, რომ კონკრეტულ ტარიფზე ვისაუბროთ, ნამდვილად არ შემიძლია.

ორი თვის შემდეგ, დაახლოებით მარტის ბოლოსთვის ველოდებით ავტობუსებს. პირველივე სამგზავრო ავტობუსის გაშვებასთან ერთად, როგორც კი შეგვეძლება პირველივე ფაქტობრივი შემოსავალი დავინახოთ ავტობუსებიდან, გავაკეთებთ კალკულაციას და გეტყვით ზუსტ მონაცემებს, რას როგორ შევძლებთ და ვის რა ტარიფით მოვემსახურებით,"-აცხადებს გიორგობიანი.

გიორგობიანის თქმით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე მოსახლეობისთვის ტარიფის გაზრდა ჯერჯერობით არ იგეგმება.

„ვეცდებით რომ ტარიფი არ შეიცვალოს, ჩვენი ამოსავალი წერტილი  არის ის, რომ  მოქალაქეებს კომფორტთან ერთად ჰქონდეთ ძველი ტარიფი, რაც იყო აქამდე, 40 თეთრი. მაგრამ, თუ ჩვენ დავინახავთ იმას, რომ ხარჯი ბევრად მეტი იქნება, საჭიროება იქნება გადაიხედოს ტარიფი. დღეის მდგომარეობით, ყველანაირად ვცდილობთ რომ ტარიფი იგივე დარჩეს. ამ ყველაფრის შესახებ შეგვეძლება 3 თვის შემდეგ ვისაუბროთ,"-აცხადებს გიორგობიანი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისს 90-იანი წლების შემდეგ, პირველად ეყოლება მუნიციპალური საქალაქო ტრანსპორტი განახლებული ავტოპარკით. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია".


ნანახია: 361-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'სოკარი' ბუნებრივი აირით საქართველოს რეგიონების უმრავლესობას ამარაგებს.

ამინდი