Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ამერიკაში გარდაცვლილ ქუთაისელ მხატვარს საფიჩხიის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალავენ

თარიღი : 17-01-2020, 11:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისელ ემიგრანტს, გულნარა წიკლაურს ამერიკიდან მშობლიურ ქალაქში, 17 იანვარს ჩამოასვენებენ. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო  Topnews.com.ge-სთან ჟურნალისტმა ნანული ცხვედიანმა ისაუბრა. მისი თქმით, ქართველ მხატვარს საფიჩხიაზე არსებულ სამების ეკლესიაში დაასვენებენ, დაკრძალვა კი მეორე დღეს, 18 იანვარს იქნება.

„ამერიკაში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ, მკვლევარმა და ჟურნალისტმა მანუჩარ კაჭახიძემ საქმის კურსში ჩააყენა საკონსულო. ამ უკანასკნელმა გააკეთა ყველაფრის ორგანიზება. საკონსულო დაუკავშირდა ავიაკომპანიასაც. ამგვარად, დღეს დილით ჩამოასვენებენ გულნარა წიკლაურს თბილისის აეროპორტში. საღამოს 17:00 საათისთვის კი, დავასვენებთ ქუთაისში, საფიჩხიაზე მდებარე სამების ეკლესიაში. დაკრძალვა შაბათს, 18 იანვარს იქნება. 14:00 საათზე გამოასვენებენ და ამავე სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალავენ. ქუთაისში ამის ორგანიზება სამეგობრომ გავაკეთეთ, ამერიკიდან კი მანუჩარ კაჭახიძე დაგვეხმარა. ამავდროულად, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით წარმოშობით ქუთაისელებს, იქ მცხოვრებ და-ძმა გია და მანანა ჯინჯიხაშვილებს,"-აცხადებს ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისელი შემოქმედი ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში, საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც სამედიცინო დათვალიერებით ირკვევა, იგი ერთდროულად ინფაქტითა და ინსულტით გარდაიცვალა.
 
გულნარა წიკლაური ემიგრაციაში 20 წლის წინ  წავიდა. მის ტილოებს ამერიკაში დიდი აღიარება ჰქონდა, მის გამოფენებს არ აკლდა პროფესიონალთა უმაღლესი შეფასებები. ითვლება, რომ მან საკუთარი ხელწერა გამოიმუშავა და მხატვრობაში მთელი ეტაპი შექმნა. 66 წლის მხატვარი მშობლიურ ქალაქში დაბრუნებასა და პერსონალური გამოფენის მოწყობაზე ოცნებობდა.


ნანახია: 634-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არსებული ინფორმაციით, ქართველ ფალავანს მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაიკრძალება.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge-ს ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა განუცხადეს, რომ შემთხვევა ამერიკის

ამინდი