Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წულაია: ჩემს ჯინაზე კიდებენ 50 000 ლარიან დროშას. გეგონება გადაირევიან ნიკეელები და ქუთაისელები ამ დროშის ყურებით

თარიღი : 15-01-2020, 17:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ნიკეას შემოსასვლელში დროშის აღსამართად საჭირო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ტენდერი უკვე დასრულდა, სადაც შპს „ნიუ-იბერიამ“ გაიმარჯვა. კომპანია სამუშაოებს  49 959 ლარად შეასრულებს.

როგორც ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, დროშის მოწყობის სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება და ხელშეკრულების თანახმად, მარტის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ეროვნული დროშის აღმართვისთვის აღნიშნული თანხის დახარჯვას აპროტესტებენ ადგილობრივ ოპოზიციაში. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია ამბობს, რომ ქალაქის მერი დროშას მის ჯინაზე და საკუთარი „ხუშტურების“ დაკმაყოფილებისთვის მართავს. ამასთან, წულაია ყველასთვის პოპულარული ფრაზის შემდგომ, საზოგადოებაში მორიგი ფრაზის გაჩენას აანონსებს.

„ჩემს ჯინაზე კიდებენ 50 000 ლარიან დროშას. ესაა სისულელე, ჯიუტობა და მეტი არაფერი. მინდა ჭიღვარიას ვუთხრა, შარს იკიდებს და წაიტეხავს კისერს იმიტომ, რომ დროშის დაკიდებასა და მოვლას განსაზღვრავს კანონი. რომ დაკიდებენ იმხელა დროშას, ყურადღება უნდა მიაქციონ და მოუარონ. მერიის თავზე რომ დაჩენჩილი და გაუბედურებული დროშა უკიდიათ, ის იმდენად არ იქცევს ყურადღებას, იმიტომ რომ შორსაა, პატარაა და ვერ უყურებს იმდენად ხალხი. ნიკეაზე კი დროშას რომ აღმართავენ, ის მთელი ქუთაისიდან გამოჩნდება. ამდენად, როგორც კი რაიმე დეფექტი ექნება, იმ წუთასვე იქნება გამოსაცვლელი. ის დროშა იმხელა ნაჭერია, როგორც ვიცი, მისი გამოცვლა 1000 ლარამდე ჯდება. ანუ, იმისთვის რომ ხუშტური დაიკმაყოფილონ და თქვან, წულაიას ჯინაზე ხომ ხედავთ რამხელა დროშა დავკიდეთო, დამატებით ხარჯებზე მიდიან. ქუთაისს ამის შესაძლებლობა არ აქვს. ქალაქი, რომელიც მომაკვდავთა სიაშია შესული და რომლის პოტენციალი ყოველდღიურად იკლებს, 50 000-ს გადახდა დროშაში სისულელეა. არამგონია ამ დროშის ფრიალით პარტიორიზმმა აიწიოს ქალაქში. გეგონება გადაირევიან ნიკეელები და ქუთაისელები ამ დროშის ყურებით.
კი ვამბობდი, დროშა ვერ დაკიდეს-თქო, მაგრამ მაშინ სხვა სიტუაცია იყო. ოფიციალური თამაში იყო, დროშას უნდა ეფრიალა და ამათ დაკიდეს პატარა, შეუსაბამო. სხვათაშორის მაშინ კანონი დაარღვიეს, მაგრამ იმას ხომ არ დავიწყებდი დასაჯეთ ვინმეთქო. ვთქვი, დროშა ვერ დაკიდესთქო. ახლა რომ დაკიდებენ, ყოველ კვირაში მივალ და გაჩნდება მეორე ფრაზა: „გამოცვალე შენი დედა, შე შობელძაღლო,"-აცხადებს გოგი წულაია.

ცნობისთვის, დროშის დგარის მოწყობის მიზნით ელექტრონული ტენდერი მერიამ ექვსჯერ გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანია „ნიუ იბერია“ სახელმწიფო დროშას ქუთაისში, ნიკეას ქუჩის #17 სპორტული სკოლის მიმდებარედ აღმართავს.


ნანახია: 416-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, საზოგადოების და პოლიტიკური წრეების პროტესტი მოჰყვა ქალაქის მერიის იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ადგილობრივი
გამარჯვებულმა კი დროშის დგარის მოწყობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა უზრუნველყოს.

ამინდი