ქუთაისის მერიამ ურჩი პირუტყვის მეპატრონეების წინააღმდეგ შესაძლოა ჯარიმები გაამკაცროს
თარიღი : 13-03-2014, 17:24 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისის მერია ქალაქის ტერიტორიაზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადაადგილების აკრძალვის მიზნით, შესაძლოა, მათი მეპატრონეების მიმართ ჯარიმების გაზრდაზე იფიქროს.
მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ ინდმეწარმეს ქუთაისის ტერიტორიაზე მაწანწალა ძაღლების დაჭერის და მოვლა-პატრონობის გარდა, მსხვილფეხა პირუტყვის დაჭერაც ევალება.
ქუთაისის მერიის დასუფთავებისა და მყარი ნარჩენების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თამაზ დეისაძის განცხადებით, 12 დღეში 26 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაიჭირეს. საქონელს ძირითადად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხარაზოვის ბაღსა და სკვერებში იჭერენ.
„ორი ამდენი არის, რაც ვერ დაიჭირეს და გაექცათ. ქუთაისში 2 500 საქონელია აღრიცხული. პრობლემა გაზაფხულის მოსვლასთან ერთად კიდევ უფრო გამწვავდება და შესაძლოა მერიამ ჯარიმის თანხის გაზრდაზე იფიქროს,“ - ამბობს დეისაძე.
ამ დროისათვის სკვერებში დაჭრილი პირუტყვის პატრონმა პირუტყვის წაყვანამდე ჯარიმის სახით50 ლარი უნდა გადაიხადოს, ხოლო ტროტუარზე დაჭერილი პირუტყვის მეპატრონეს 20 ლარის გადახდა ევალება.