Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რომელი პარტიის წევრებით დაკომპლექტდება ქუთაისის 25 კაციანი საკრებულო?

თარიღი : 13-03-2014, 15:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
15 ივნისს ჩანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილოებას ქვეყანაში არსებული ყველა იმ პოლიტიკური პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლობა ფიქრობს, რომლებსაც ქუთაისში პოლიტიკური ორგანიზაცია გააჩნია.
„ქართული ოცნებას“ ქუთაისის საკრებულოში უმრავლესობით მოსვლა სურს, იგივე ამბიცია აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“. სხვა პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ისინი დარწმუნებულები არიან, რომ საკრებულოში ფრაქციებს შექმნიან. რაც შეეხება ქუთაისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატებს, ამბობენ, რომ თუ „ქართული ოცნების“ სურვილი იქნება ისინი მზად არიან კოალიციის სახელით მიიღონ მონაწილოება არჩევნებში.
ქუთაისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, მერაბ მეშველიანი: „ ვინ მოხვდება და რომელი პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება ქალაქის საკრებულო ჯერ ამაზე ნაადრევია საუბარი. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობაში მოვა „ქართული ოცნება.“ რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, თუ „ქართული ოცნების“ სურვილი იქნება, რომ მაგათ სიაში ვიყო, მე მზაობას გამოვხატავ ვიყო მათი პარტიის წარმომადგენელი.

ქუთაისში, „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მანანა მიქაძე:“10 დღეში გვექნება ზუსტი პასუხი, თუ ვინ იქნება ქუთაისის საკრებულოს პროპორციული და მაჟორიტარული სიის წევრები. თუმცა მინდა განვაცხადო, რომ სიაში არ მოხვდება შემდეგ აოცნებებული ის ადამიანები, რომლებიც მანამდე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იბრძოდნენ, ამ ადამიანებს მორალური უფლება არ აქვთ იყვნენ „ქართული ოცნების“ წევრები.

ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატი, გია გოქაძე: ვინ მოხვდება ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალების“ მანდატით, ეს პარტიის გადასაწყვეტია, ვერ გეტყვით, ეს მე ვიქნები თუ სხვა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ 2002 წლიდან 3 მოწვევის წევრი ვარ და იმედი მაქვს, რომ მომავალ საკრებულოშიც ვიქნები.

პარტია „თავისუფალი საქართველოს “ ქუთაისის რაიონული ორგანზიაციის თავმჯდომარე, ზვიად წაქაძე:“ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პარტია ქუთაისის საკრებულოში ფრაქციას შექმნის. ქალაქში არსებულ პრობლემებს ჩვენ სისტემატიურად ვაპროტესტებთ და ეს პრობლემები მედიის მხარდაჭერით გვარდება კიდევაც. იმედია ხალხი დააფასებს ჩვენს ღვაწლს და დაგვიჭერს მხარს.

„ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრი მერაბ ჭუმბურიძე. „საარჩევნო ადმინისტრაცია ორ პოლიტიკურ ძალას აქვს გადანაწილებული. ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გააყალბებს არჩევნებს და რამდენ პროცენტს მისცემს ის „ლეიბორისტულ პარტიას,“ თუმცა გვჯერა, რომ შევალთ საკრებულოში და ფრაქციას შევქმნით, თუ ასე არ მოხდება დავიწყებთ მასობრივ საპროტესტო აქციებს.

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია „მაჟორიტაების“ თავმჯდომარე, დავით გოგისვანიძე:“ ნინო ბურჯანაძეს პარტიამ საბოლოოდ დაისამარა თავი, ხოლო პატრიოტთა ალიანსი“ „ქართულმა ოცნებამ“ ისე გამოიყენა თვითონაც ვერ მიხვდა. არ ვიცი სხვა რომელი პარტიაა შესაძლებელი მოხვდეს ქუთაისის საკრებულოში, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო საკრებულოში იმაზე მეტი ვიქნებით, ვიდრე ახლა ვართ. ვერ გეტყვით იქნება თუ არა სიაში ის წევრებვი, რომლებიც ახლა ვართ საკრებულოში „ნაციონალები“, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა საკრებულოში არ არის გარანტია იმისა, რომ მომდევნო საკრებულოშიც მოხვდება. პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი და გვინდა ისეთი წევრები შევიყავნოთ სიაში, ვინც პარტის ხმებს მოუტანს.
ქუთაისის საკრებულოში, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე, კახა ნემსიწვერიძე:„ იმედი გვაქვს, რომ საკრებულოში პარტია „პატრიოტებიც“ მოხვდებიან. „ქართულ ოცნებას, რაც შეეხება ამ კოალიციამ ხალხს იმედები გაუცრუა და არ ვარ დარწმუნებული ენდობა თუ არა მათ კიდევ ხალხი. სხვა პარტიებზე ვერაფერს მოგახსენებთ, არ ვართ იმ დონის პოლიტიკოსები , რომ წინასწარი ანალიზი გავაკეთოთ იმაზე, თუ რომელი პარტიებით შეივსება საკრებულო.


ნანახია: 2494-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საკრებულოში წინა მოწვევის დეპუტატებიც მოხვდნენ
„რესპუბლიკური პარტიის“ თერჯოლის ორგანიზაციის წევრები პარტიის თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს სტატუსის შეჩერებას სთხოვენ.
'ნაციონალებმა' ყველა სამაჟორიტარო ოლქში წააგეს
მამუკა მღვდელაძის პასუხი, ლეიბორისტულ პარტიას.

ამინდი