Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას შეცვლის ქუთაისში ქალაქის მერიის სატრანსპორტო კომპანია და რა სიახლეებს უნდა ელოდონ მოქალაქეები?

თარიღი : 11-01-2020, 16:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
როგორ იმუშავებს ახლადდაფუძნებული შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია", რა მიმართულებებს ჩაიბარებს, სად ექნება ოფისი, რამდენი კადრით შეივსება და ზოგადად, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ქუთაისში, მუნიციპალური ტრანსპორტის შემოსვლის შემდეგ?- აღნიშნულ საკითხებზე იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელი გიორგი გიორგობიანი ესაუბრა.

„რეალურად ახლა მიმდინარეობს დაგეგმვა, კონკრეტულად რა მიმართულებები დაგვჭირდება და რა კატეგორიები თანამშრომლების, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებებს ჩაიბარებენ. თუმცა, საფინანსო და იურიდული სამსახური, ბუღალტერია, კონტროლიორები, საწყობი, ავტოფარეხი - ეს კონკრეტული მიმართულებები გვაქვს, ვიცით რომ ნამდვილად საჭიროა და ამ კადრების გარეშე ფატობრივად ვერ ვიმუშავებთ. პირველ ეტაპზე სწორედ ამ კადრებით შემოვიფარგლებით, დაახლოებით 15-მდე თანამშრომელი გვეყოლება, ავტობუსების შემოსვლისა და გეგმა-გრაფიკების შემუშავების შემდეგ კი ნელ-ნელა დავამატებთ კადრებს, მივალთ სხვადასხვა გადაწყვეტილებამდე.

მინიმუმ 60 მძღოლი გვეყოლება, ამასთან 10-15 დამხმარე მძღოლი, რადგან გვიანობამდე იმუშავებს ტრანსპორტი. ვგეგმავთ, რომ ტრანსპორტი იმაზე მეტხანს იყოს, ვიდრე დღეს მუშაობენ, რადგან კერძო იყო ეს სტრუქტურა და ალტერნატივა არ გვქონდა, შესაბამისად ისე მუშაობდნენ, როგორც ხელშეკრულებაში ეწერათ. ამდენად, იმ მოქალაქეების თხოვნის გათვალისწინებას, რომ უფრო გვიანობამდე 12-მდე, ან 1-მდე ემუშავათ მარშუტებს, ვერ ვახერხებდით. ჩვენი ტრანსპორტი რომ გვეყოლება, უკვე ნელ-ნელა დავგეგმავთ ამასაც. თუმცა ისეც არ გვინდა, გამოვაცხადოთ ღამის 1-2 საათამდე იმუშავებს ტრანსპორტი, შემდეგ კი შედეგიდან გამომდინარე ვნახოთ, რომ არ არის საჭირო. მაგრამ მორიგე ავტობუსი ნამდვილად იქნება. შეიძლება გვიანობამდე ერთდროულად სამოცივე ავტობუსმა არ იმუშავოს, მაგრამ იმისთვის რომ მოქალაქეებმა გადაადგილება შეძლონ ქალაქში, აუცილებლად იქნება მორიგე ავტობუსი. კონკრეტულ დროს ვერ ვასახელებ, სანამ ფაქტი არ გვექნება და არ გამოვცდით რომელამდე და რა მიმართულებით უნდა იმუშაონ.

რაც შეეხება ხელფასებს, სამუშაო გრაფიკი 8 საათიანი ექნება თითო მძღოლის. კვირაში შეგვიძლია 48 საათი ვამუშავოთ. მაგრამ 40 საათის შემდეგ თავისთავად ზეგანაკვეთური ექნებათ და შრომას რომელსაც გასწევენ, ვეცდები, არავის დავუკარგო,“-ამბობს გიორგობიანი.

მისივე თქმით, ოფისი ჯერჯერობით ქალაქის მერიის შენობაში, პირველ სართულზე აქვთ, თუმცა მუნიციპალური ავტოსადგომის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ავანგარდის დასახლებაში გადავლენ.

„გვაქვს კიდევ ალტერნატიული ვარიანტებიც, თუმცა გადაწყვეტილება ავანგარდზეა მიღებული და არა მგონია შეიცვალოს. ის რომ 30 წლის შემდეგ ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი პირველად შემოდის, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენივე მოქალაქეებისთვის იქნება ეს ძალიან კარგი და კომფორტული. ქუთაისელები არ ვიყავით განებივრებული კონდენციონერით, სითბოთი, სუფთა მანქანებით. ახალი ტრანსპორტი კი ამ ყველაფრით მოწესრიგებული იქნება,“-ამბობს გიორგობიანი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისს 90-იანი წლების შემდეგ, პირველად ეყოლება მუნიციპალური საქალაქო ტრანსპორტი, განახლებული ავტოპარკით. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“. კომპანია ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მართვას ჩაიბარებს და მის ადმინისტრირებას განახორციელებს.

ქუთაისის მერია მუნიციპალურ სისტემაზე გადასვლას 2020 წლის გაზაფხულიდან გეგმავს. ამ მიზნით მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისისთვის  60 ახალ, შშმ პირებზე ადაპტირებულ ავტობუსს ყიდულობს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 646-ჯერ

მსგავსი სიახლეები