Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ეს იქნება ერთ-ერთი დიდი ნაბიჯი ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობის,'-ისრაელში შოთა რუსთაველის ბიუსტი დაიდგმება

თარიღი : 11-01-2020, 16:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს წევრისა და ავტოქარხნის მაჟორიტარის, მერაბ კვიცარიძის ინიციატივით, ისრაელში შოთა რუსთაველის ბიუსტი დაიდგმება. ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატი Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსთაველის ბიუსტი თავად ჩამოასხა, ცოტა ხანში კი ქალაქ კირიათ-ბიალიკში განთავსდება.

„მსგავსი ბიუსტი ავტოქარხნის მაჟორიტარულ ოლქში შარშან, 9 თებერვალს გაიხსნა. იქ მე საკუთარი ხარჯებით გავაკეთე რუსთაველის სკვერი, სადაც განთავსებულია შემდეგი კომპოზიცია: რუსთაველის ბიუსტი, ქართული ანბანი, წმინდა ნინოს ჯვარი და "ვეფხისტყაოსანი". ანალოგიური ძეგლი ჩამოვასხი ისრაელისთვისაც. მე მქონდა მათთან მოლაპარაკება. ეს არის დიდი ეროვნული საქმე, მსგავსი ჯერ არ არის გაკეთებული.

არის ისრაელში ასეთი ქალაქი, კირიათ-ბიალიკი, რომლის მერიც ჩამოსული იყო ქუთაისში, ვუმასპინძლეთ. მან მითხრა, რომ ჩემი დამსახურებისთვის (ადრე ებრაელთა სასაფლაოს ვუვლიდი) და პირველ რიგში რუსთაველის გენიალურობისთვის, გადაწყდა დაიდგას ბიუსტიო. ძეგლი უკვე დავამზადე, ჩემთან ინახება ეზოში. ახლა ვაგვარებ საკითხებს დოკუმენტალურად და მალე საჩუქრად გადავცემ ისრაელის მთავრობასა და მოსახლეობას. იქნება ოფიციალური გახსნაც. ეს იქნება ერთ-ერთი დიდი ნაბიჯი ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობის და ამასთან, იმ დიდი ღვაწლის დაფასების, რაც რუსთაველს ეკუთვნის,“- ამბობს მერაბ კვიცარიძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1222-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მხარეებმა ორ ქალაქს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობასა და იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს პერიოდში უნდა
ვიზიტი საქართველო-ისრაელის 26 საუკონოვანი მეგობრობის ფარგლებში შედგა.

ამინდი