Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ინიშნება თუ არა სკანდალური განცხადებებით ცნობილი პირი ქუთაისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში

თარიღი : 10-01-2020, 18:07 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
„ეს ინფორმაცია საიდან გავრცელდა არ ვიცი, მე თვითონ გაკვირვებული ვარ,“- ასე ეხმაურება შპს „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელი გიორგი გიორგობიანი მისი მოადგილის პოსტზე ნუგზარ ხუციბერიძის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. გიორგობიანი Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ხუციბერიძეს მისთვის აღნიშნულ პოსტზე დანიშვნასთან განცხადებით არ მიუმართავს, თუმცა ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, მისი კანდიდატურის განხილვა მოხდება.

„პირადად მე დღეს დავინიშნე და შესაბამისად ჩემამდე მომართვა ბატონ ნუგზარს არ გაუკეთებია. სანამ მე არ მომმართავენ, ვინმეს დანიშვნა მანამდე გამორიცხულია. დღეის მდგომარეობით არ გიდასტურებთ ინფორმაციას ბატონ ნუგზართან დაკავშირებით. თუმცა, თუ ის განცხადებით მოგვმართავს, დაინტერესდება რომელიმე ვაკანსიით, მოხდება განხილვა ნებისმიერ პოზიციაზე, რითაც ის დაინტერესდება. განცხადება რომ შემოიტანოს სამსახურთან მიმართებაში, მას ეს უფლება აქვს. მისი დაინტერესების შემთხვევაში როგორც სხვა განაცხადებს, ისე მის განაცხადსაც განვიხილავთ,"-აცხადებს გიორგობიანი.

გიორგობიანი იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ თავად „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელის პოსტზე დღეს დაინიშნა, ამიტომ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით გაჩენილ ყველა კითხვაზე უახლოესს დღეებში გვიპასუხებს.

„ის რომ სატრანსპორტო კომპანია იქმნება, ის რომ მუნიციპალურ ტრანსპორტს პირველად ქმნის მერია, თავისთავად ცხადია, თუმცა მინდა დავლაგდე, ოთახი ავიღოთ, შევქმნათ სამუშაო გარემო და შემდეგ, თუნდაც ხვალ, დეტალურად გიპასუხებთ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით,“-აცხადებს გიორგობიანი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგობიანი ქუთაისის მერიის  ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებდა, რომელიც საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. შემდეგ კი ააიპ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

რაც შეეხება ნუგზარ ხუციბერიძეს, ის ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებდა, თუმცა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ სოციალურ ქსელში უცენზურო და შეურაცხმყოფელი პოსტების გამო ("რა უნდოდა შტურმით რატომ იღებდა პარლამენტს, ასე რომ სამწუხაროდ ზოგს თვალში მოხვდა და ზოგს ტ...კში, არეულ ბრბოში ვერ განსაზღვრავ") ქუთაისის მერმა თანამდებობიდან გადააყენა.


ნანახია: 911-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი