Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გოგი წულაია ქუთაისის მერიას დიდი ოდენობით საწვავის ხარჯვის გამო აკრიტიკებს

თარიღი : 10-01-2020, 12:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ბრიფინგი გამართა და ქუთაისის მერიის მიერ საწვავის არამიზნობრივად ხარჯვა გააპროტესტა. წულაია ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის საერთო საცხოვრებელთან მივიდა და განაცხადა, რომ უზნეობაა აქ, უკიდურეს პირობებში მცხოვრები ადამიანების ფონზე, ქუთაისის მერია წლის განმავლობაში 200 000 ლარამდე საწვავს ხარჯავდეს.

"სპეციალურად გავმართე ბრიფინგი ამ შენობასთან. აქ, ასეთ პირობებში სამი ოჯახი ცხოვრობს, ადამიანები, რომლებსაც დამსახურება აქვთ ამ ქვეყნის წინაშე დან ადრე ქარხნებში მუშაობდნენ. ესაა ელექტრომექანიკური საერთო საცხოვრებელი. ხედავთ რა პირობებში უწევთ აქ ხალხს ცხოვრება, ამ ფონზე კი მხოლოდ მერია, საკრებულო და აიპებზე ჯერ არ მაქვს საუბარი, ხარჯავს წლის განმავლობაში 200 000 ლარის საწვავს. ეს არის უზნეობის მწვერვალი და მეტი არაფერი. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, რატომ გიკვირს როცა დედას გაგინებენ და ოპოზიცია ასეთი მძლავრია? იმიტომ რომ გყავს ასეთი მერები. გამოკვლიონ, მთელი დღის განმავლობაში რომ იჯდე მანქანაში და დატაქსაობდე, ამდენ საწვავს მაინც ვერ დახარჯავ ქუთაისში. კაბინეტში თუ არ იჯდებოდნენ, რა უნდოდათ, მე დავჯდებოდი მაშინ. ამიხსენით, ამდენი ლიტრი ბენზინი როგორ უნდა დახარჯოს მერმა და თუნდაც მისმა თანამშრომლებმა თუკი კაბინეტში არიან და თუ არ ტაქსაობენ?,"-აცხადებს წულაია.

ქუთაისის მერიაში გოგი წულაიას განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 388-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გოგი წულაიამ დღევანდელი ბრიფინგი გუგუნავას ქუჩა #12-ში ამორტიზირებულ კორპუსთან გამართა, სადაც 20-მდე ოჯახი გაუსაძლის პირობებში
'თავისუფალი საქართველო' მერიას მორიგ ბრალდებებს უყენებს.

ამინდი