Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ქართველები ისედაც ზღვარზე ვართ სულიერი და ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ გვიწყობს ნერვები ხელს, რომ კიდევ ცრუ ინფორმაციები და ტვინის გამორეცხვა ავიტანოთ"

თარიღი : 10-01-2020, 10:31 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ააიპ ქუთაისის მერიის "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" თანამშრომელი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გაბრიელ ფოლკენშტერნი ინიციატივით გამოდის. ფოლკერშტერნი მიიჩნევს, რომ ტელევიზიების მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელება დასჯადი უნდა იყოს. მას მაგალითად საფრანგეთი მოჰყავს, სადაც მისივე თქმით, ყალბი ამბების გავრცელებაზე ჯარიმა 75 000 ევრო და 1- წლიანი პატიმრობაა.

„ქართველები ისედაც ზღვარზე ვართ სულიერი და ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ გვიწყობს ნერვები ხელს, რომ კიდევ ცრუ ინფორმაციები და ტვინის გამორეცხვა ავიტანოთ. ისედაც სტრესშია ხალხი და ამ ცრუ ამბების გავრცელებით უფრო ისტრესებიან. ინფორმაციას რომ დებენ, ის აუცილებლად უნდა იყოს გადამოწმებული. მართალია ჟურნალისტური ქარტია არსებობს, მაგრამ ძირითადი ნაწილი მას არ იცავს. ამდენად, როგორც მოქალაქე ვთვლი, რომ სინამდვილისგან აცდენილი ინფორმაცია უნდა იყოს დასჯადი, უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს. ჩართავ ტელევიზორს და 100-დან 95-98% მცდარი ინფორმაციაა. ზოგი რამ შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს, მაგრამ ისეთ ინტერპრეტაციას აძლევენ, რომ დაძაბულობა შეიქმნას. დგამენ რაღაც სიტუაციებს, ფუთავენ მასალას.

შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში 100%-იანი დემოკრატიაა. ყველას აქვს საშუალება ილაპარაკოს და აკეთოს ის, რაც უნდა. ამდენად, შესაძლოა, დემოკრატიულად რაღაც ასპექტებში ვჯობნიდეთ კიდეც საფრანგეთს. საფრანგეთი ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანაა, შესაბამისად იქ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე 75000 ევროა ჯარიმა და პლიუს, 1-წლიანი პატიმრობა. შეიძლება ფულადი ჯარიმა საქართველოში ამხელა არ დაწესდეს, მაგრამ რაღაც სანქციები აუცილებელი და საჭიროა. ქართველმა ხალხმა მშვიდად უნდა უყურონ ტელევიზორს და რომ დაწვებიან, იმის ფიქრი არ უნდა ჰქონდეთ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია, თუ სიმართლე. ყველა ინფორმაცია, რომელიც ტელევიზიით საზოგადოებას მიეწოდება, უნდა იყოს სინამდვილე. 10 წუთი მთავარ არხს ვუყურე და მეგონა, ქვეყანა დამექცა თავზე. არადა, არაა ასე. არ გვენგრევა ქვეყანა, არაა ისეთი მდგომარეობა, როგორსაც სხვადასხვა არხები გადმოსცემენ. თითქის ყველა ტელევიზიის აზრი, არსი, იდეოლოგია არის ის, რომ წარმოაჩინონ სიტუაცია ისე, თითქოს მართლა ინგრევა ქვეყანა,“-ამბობს ფოლკენშტერნი.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1239-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მისივე განცხადებით, მოზარდისთვის ონლაინ სივრცისგან მიყენებული ზიანი შეიძლება იყოს მორალური და სოციალური განვითარების შეფერხება ან

ამინდი