Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ღვთისმშობლის ხატს 'მსწრაფშემსმენელს', რომელიც ხანძარს გადაურჩა და რომელიც მორწმუნეების სურვილებს ასრულებს, ნათლისღებას ქუთაისში ჩამოაბრძანებენ

თარიღი : 9-01-2020, 10:37 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში, მე-16 საუკუნის ღვთისმშობლის ხატი „მსწრაფლშემსმენელი" იყო დაბრძანებული. ხატი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მას შემდეგ დაბრძანდება, რაც მის მეპატრონეებს სახლი დაეწვათ. ხანძარში მოჰყვა აღნიშნული ხატიც, რომელიც გამუქებული იყო და ფაქტობრივად აღარაფერი ჩანდა. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ სასწაულმოქმედმა ხატმა თვითაღდგენა დაიწყო და პერიოდულად მირონიც სდის.

უფრო ვრცლად, ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელი“ ხატის ისტორიის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ხატის მფლობელი ხათუნა თუხარელი ესაუბრა.

ხატი გუშინ საღამოს თბილისში დაბრუნდა, ნათლისღების დღებში კი ქუთაისელებს კვლავ შეეძლებათ მოლოცვა და სასწაულმოქმედ ხატზე მთხვევა.

„2004 წელს, ბარბარობის წინა საღამოს, თბილისში დამეწვა სახლი. დენის ჩართვა მოხდა, დიდი ხანძარი იყო, ოთხი სახანძრო-სამაშველო მანქანა აქრობდა ცეცხლს. მე შინ არ ვიყავი, რომ მოვბრუნდი დამწვარი სახლი დამხვდა, არა კარი, არა ფანჯარა, არა სახურავი, მთლიანად დამწვარი იყო. მაშინვე წმ. იობი მრავალვნებული წარმომიდგა თვალწინ, თუ როგორ დაეწვა მას სახლი, როგორ დაეხოცა შვილები ერთ დღეში და ბევრი ტანჯვა გადაიტანა. მე მადლობა შევწირე უფალს, რახან ხატები გადარჩა.

სასწაული ისაა, რომ ყველაფერი დამწვარი იყო, მარტო ხატების კუთხე იყო ხელუხლებელი. ეს ხატი კი, ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელი“ სულ გაჭვარტლული და გამუქებული იყო, აღარაფერი აღარ ჩანდა, არც პერანგი, არც სახე. ძალიან ვინერვიულე ამაზე. მაგრამ, გარკვეული ხნის შემდეგ ხატმა დაიწყო თავისით აღდგენა, სდის პერიოდულად მირონიც. დიდი განსაცდელების დროს უფრო ინტენსიურად სდის მირონი, ახლა ასე ძალიან აღარ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ხატი მე-16 საუკუნისაა, მამაჩემს აჩუქა მოხუცმა ქალმა პოლტავაში, ერთ-ერთი მივლინების დროს. მამა ყვებოდა, რომ ამ ქალბატობს ბევრი ხატები ჰქონდაო, ასე მოხვდა ეს ხატი ჩვენთან ოჯახში 71 წელში.

სახლი რომ დამეწვა, პირველი სასწაული რაც ამ ხატმა მოახდინა, ჩემი სახლის რემონტი იყო. ერთი განცხადება  დავწერე გამგეობაში და ისეთნაირად წავიდა საქმე, იანვარში უკვე აზომვები დაიწყეს, თებერვალში კი რემონტი. ასეთი მსწრაფლშემსმენელია ეს ხატი, შეუსმენელი ჯერ არავინ დაუტოვებია წლების განმავლობაში. ოჯახებში დაბრძანდება ახლა. 2008 წლის ომის პერიოდში ივერიის ღვთისმშობელთან ერთად დაბრძანდებოდა, 40 ტაძარი მოვილოცეთ. მოგზაურობას ახლაც აგრძელებს. ახლა ისე მოხდა, რომ ვინც წამოაბრძანა თავისთან ოჯახში, ის ქუთაისში მოდიოდა და მთხოვა ცოტა ხნით ბაგრატის ტაძარში დავაბრძანებო. თვითონ ირჩევს  ღვთისმშობელი ადგილს, ახლა ვერ წამოვიდგენდი ისევ ქუთაისში თუ წამობრძანდებოდა, მაგრამ მისი ნებაა ყველაფერი. ხატს სურვილების ქისაც მოჰყვება. ყველა მეუბნება, რა სურვილებიც ჩავწერე, ყველა შეგვისრულდაო. სავარაუდოთ ნათლისღებას ჩამობრძანდება ისევ ქუთაისში,”-ამბობს ხათუნა თუხარელი.


ნანახია: 585-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ღანირში ერთ-ერთ ოჯახში ხატს მირონი სდის.
მურღულიამ და დვალმა აღნიშნულ ტაძარს ღვთისმშობლის სახელობის ხატი შესწირეს.
წირვაში, რომელიც პატრიარქმა აღავლინა, მონაწილეობა მიიღო ლიტვის მთავარეპისკოპოსმა ინოკენტიმ. პატრიარქმა დიდი სიხარული გამოთქვა,
აღნიშნული ხატი ხონის წმინდა გიორგი სახელობის ტაძრიდან 1923 წელს კომუნისტების მიერ განხორციელებული დარბევის დროს დაიკარგა.
ნებისმიერ ხატს თავის ისტორია და ამბავი აქვს. გვინდა, ღვისმშობლის სამი ხატის შესახებ მოგიყვეთ.
ხონელმა ხატმწერმა იაგო უგულავამ აღდგომის მარხვის განმავლობაში თამარ მეფის ხატი შექმნა.

ამინდი