Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'თავიდანვე რომ კლინიკაში გადაეყვანათ დედაჩემი, ახლა ხომ მეყოლებოდა ცოცხალი, ხომ აღარ დავრჩებოდი ობოლო,'-რას ჰყვებიან ჭიათურის სოფელ ხრეითში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრები?

თარიღი : 8-01-2020, 13:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურაში გარდაცვლილი 30 წლამდე ქალბატონი ცოტა ხნის წინ, მშობლიურ სოფელ ხრეითში გადაასვენეს. არსებული ინფორმაციით, ნესტან მიხეილიძის გარდაცვალების მიზეზად სავარაუდოდ, მწვავე ვირუსული ინფექცია სახელდება.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარში პასუხისმგებლობას სასწრაფო სამედიცინოს დახმარების ბრიგადას აკისრებენ. ისინი ამბობენ, რომ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქალისთვის სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა მედიკოსებმა პაციენტის საავამდყოფოში გადაყვანა საჭიროდ არ ჩათვალეს.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ამის შემდეგ კიდევ უფრო გართულდა ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა, ამიტომ სამედიცინო ბრიგადა მეორედ გამოიძახეს. აღნიშნულმა ჯგუფმა პაციენტი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ჭიათურის სამედიცინო ცენტრის მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„პირველის წუთები იყო სასწრაფოს რომ გამოვუძახეთ, გულიც აწუხებდა, ჩხვლეტები ჰქონდა და კუჭიც ტკიოდა. გვითხრეს, ბევრი სითხეები ასვით, 3 ლიტრამდეო. სითხეები რას უშველიდა, როცა დედაჩემს 40 ჰქონდა სიცხე. არ გადაგვაყვანინეს საავადმყოფოში, გვითხრეს პაციენტი დასაწვენი არააო. რომ დაეწვინათ კლინიკაში, ხომ გადავარჩენდით, ახლა ცოცხალი მეყოლებოდა, აღარ დავრჩებოდი ობოლი. მეორედ რომ გამოვუძახეთ სასწრაფოს, გამთენიის ხუთის წუთები იყო. პირველად რომ წაეყვანათ გადარჩებოდა, თან ისე ცუდათაც არ იყო,"-აცხადებს გარდაცვლილის შვილი.

„არაფერი არ სჭირს ისეთი, გადასაყვანი რომ იყოსო. ბევრი სითხე მიაღებინეთ, კომპოტი, ბორჯომი და ნაბეღლავი, სიცხის წამალი მიეცით და გამოვა მდგომარეობიდან, გადაყვანა არ უთქვიათ. მერე, გამთენიის ოთხი საათი იქნებოდა რომ წავიყვანეთ საავადმყოფოში. მათ რომ თავიდანვე ეთქვათ, საავადმყოფოში გადავიყვანოთო, ახლა ჩემი და შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო,"-აცხადებს გარდაცვლილის ძმა.

ჭიათურის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტი კლინიკაში შეყვანის მომენტისთვის უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ამიტომ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 362-ჯერ

მსგავსი სიახლეები
18 წლის ნათია შეყილაძე კლინიკაში სამი დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს.
ხონის ფსიქიატრიულში პაციენტი ცემით მოკლეს - ქვეყანა, სადაც მძიმე პაციენტებს მკურნალობის ანცვლად აწამებენ.
სს „ჩემი ოჯახის კლინიკის“ ქუთაისის რეგიონალური საავადმყოფოში, სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესებისა და სამედიცინო დახმარების

ამინდი