Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თარიღი : 8-01-2020, 10:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოში, დევნილთა საერთო საცხოვრებელში ხანძარი იყო, რასაც 2 ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ყოფილ სანატორიუმ „მეგობრობაში“ გუშინ, გვიან ღამით გაჩნდა.

როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს ერთ ოთახში ღია კერა და ორი 65 წლამდე გარდაცვლილი ქალბატონი დახვდათ.

„შენობაში მხოლოდ ეს ერთი ოთახი დაიწვა, დანარჩენი ოთახები არ დამწვარა, გადავარჩინეთ. მოხდა 35 მოქალაქის ევაკუაცია. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა, ასევე მობილიზებული იყო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს,"-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 459-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 50 კვმ ფართობი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

ამინდი