Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელ ქალბატონს, რომელმაც მევახშის გამო თავი დაიწვა, კვლავ გამოსახლებით ემუქრებიან

თარიღი : 8-01-2020, 09:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მცხოვრებ ციცინო ხარაბაძეს კერძო იპოთეკარი კვლავ სახლის დაცლას თხოვს და გამოსახლებით ემუქრება. აღნიშნული პრობლემა ხარაბაძეს 2012 წლიდან აქვს. მან კერძო მევახშეებთან 4 ბინა ჩადო, რის ფულსაც ეტაპობრივად იხდიდა, თუმცა გარკვეული პერიოდი თანხის გადახდა გაუჭირდა, რის გამოც გამოსახლებასთან დაკავშირებით აღსრულების ფურცელი არაერთხელ მიუვიდა.

2013 წელს ციცინო ხარაბაძემ პროტესტის ნიშნად სახლში თავი დაიწვა და თვეების განმავლობაში უმძიმესი ხარისხის დამწვრობით, საავადმყოფოში იყო მოთავსებული.  როგორც ამბობს, მას შემდეგ კერძო მევახშეების თაღლითურ საქმეებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, თუმცა გამოძიებას შედეგი არ მოჰყოლია. კერძო იპოთეკარი მას ამ დრომდე სახლიდან გამოსახლებით ემუქრება.

„2010 წელს ჩემი შვილი დაიჭირეს, გარკვეული პრობლემები შემექმნა და დამჭირდა ფული. ბანკიდან ვერ გამოვიტანე, არ მომცეს, შავ სიაში ვყავდი "ნაციონალებს", რადგან მათ წინააღმდეგ გამოვდიოდი ხოლმე. არც ერთმა ბანკმა არ მომცა ფული, ამიტომ კერძო მევახშეებს მივმართე. მადონა კაიკაციშვილი, კალაჩიანი, ინგა სოფრომაძე და გიული სალაძე - ეს იყო სერიოზული ბანდა, რომლებსაც მაშინდელი კუდის თანამშრომელები მფარველობდნენ, მათ ფულებსაც ისინი აპროცენტებდნენ.

პირველად, 2010-ში  საკუთარი სახლი ჩავდე, 2011-ში კი ჩემი დისა და დისშვილის ბინები. ფაქტობრივად თვეში 2 800 დოლარის გადახდა მიწევდა, კი მქონდა კარგი სამსახური და ვისტუმრებდი, მაგრამ მაინც გავიჭედე. ამიტომ ჩავდე მეოთხე, დედაჩემის ბინა. ვიფიქრე ერთი წელიწადი დრო მექნება და მანამდე რაღაცას ვიზამ-მეთქი. ოთხივე ბინა ამ მევახშეებთანაა. მე თუ თანხას არ ვიხდიდი, როგორ ფიქრობთ, მომცემდნენ ერთი და იგივე მევახშეები კიდევ ფულს და ჩაიდებდნენ ბინებს? მათ ვუხდიდი თანხას, შემდეგ შემეშალა ხელი და სადღაც 4 თვე დამიგვიანდა გადახდა. მაშინ ელექტრონული, ონლაინ აუქციონები იყო, ამიტომ ისე გადაიფორმეს ეს ოთხივე ბინა მევახშეებმა თავის და თავიანთი ოჯახის წევრების სახელზე, რომ არაფერი არ გამიგია. დავიწყე სირბილი: სამმართველო, პროკურატურა, სასამართლო, პოლიციის უფროსთანაც შევედი, აი ყველგან ვიყავი სადაც შეიძლებოდა, არაფერი არ გამომივიდა. მასახლებდნენ,  მერე მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მივმართე და ის დამეხმარა. წერილობით მიმართა აღსრულებას და პოლიციას (მაშინ პოლიციური გამოსახლება იყო), რომ არ გამოვესახლებინე და ამით 6 თვე გავწელე დრო. მერე ახლობლები დამეხმარნენ თანხით და კალაჩიანს ვთხოვეთ, ვეხვეწეთ, 24 000 დოლარს მოგცემთ და ერთ ბინას მაინც გამოვიხსნით-თქო, მაგრამ უარი გვითხრა, გამორიცხულია, არაფერს დაგითმობთ, სხვას ვაჩუქებ და თქვენ არ მოგცემთო. ეს რა თქმა უნდა მიზანმიმართულად ხდებოდა ჩემს წინააღმდეგ, ამასთან, ბევრი მუქარის წერილები მომდიოდა (პროკურატურაში მიტანილი მაქვს ეს ყველაფერი), მირეკავდნენ, ასე გიზამთ შენ და შენს ოჯახის წევრებსო. რა უნდა მექნა? არაფერი არ გამომივიდა, სიმართლე არსად არ გავიდა. ერთ დღესაც ჩემმა დამ დამირეკა, 80 პოლიციელია ჩვენთან მოსული, გვასახლებენო. ეს ხომ ჩემი პასუხისმგებლობა იყო? მე ჩავუდევი ჩემს დას ბინა. მე დავრჩებოდი ქუჩაში, მაგრამ ჩემი და პატარა ბავშვებიანად სად უნდა წასულიყო? ამიტომ შევედი ოთახში, გადავისხი ბენზინი, წავიკიდე ცეცხლი და წაიღეთ ახლა თუ რაიმე გინდათთქო, ასე,  2013 წლის 27 თებერვალს დავიწვი თავი. ფაქტობრივად მკვდარი ვიყავი, იმხელა დამწვრობა მქონდა, არავის არ ეგონა თუ გადავრჩებოდი, მაგრამ გადავრჩი. წელიწადი ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი, ექვსი თვე საავადმყოფოში გავატარე, ერთი სამი თვე რეამინაციაში, მერე ექვსი თვე სახლში ვიწექი, ძლივს ვისწავლე ფეხზე სიარული. რომ წამოვდექი არ გავჩერებულვარ. პარლამენტი, გენ-პროკურატურა, ქუთაისის პროკურატურა, შსს, ყველგან ვიყავი, ვიწვალე, ვირბინე, საჩივარი საჩივარზე შევიტანე და ძლივს აღძრეს სისხლის სამართლის საქმე ამ თაღლით მევახშეებზე, მაგრამ რა მერე შედეგი? არანაირი რეაგირება, გადაუკვალიფიცირეს მუხლი და დაამთავრეს ამით ყველაფერი. ამ ხალხისგან მე ჯამში 42 000 დოლარი მაქვს წამოღებული, ამ სამი წლის მანძილზე, რაც მაქვს გადახდილი შეადგენს 86 000 დოლარს. ბოლო ერთ წელში კიდევ 35 000 დოლარი გადავიხადე. საბოლოოდ, ნიკეაზე მდებარე ჩემი დისა და დიშვილის ბინები უკვე დახსნილია. დარჩა ჩემი და დედაჩემის ბინა, რაშიც 25 000 დოლარს კიდევ მთხოვენ. არ გადავიხდი, იცით რატომ? მთავრობამ ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გაანძრიოს ხელი? თაღლითები არიან ეს მევახშეები და რატომ უნდა შერჩეთ დანაშაული?

2012 წლიდან მოყოლებული მოდიოდნენ გამოსახლებაზე, ავტეხავდი ერთი ამბავს, ცუდად ვიყავი ისედაც ჯანმრთელობის კუთხით, შემიწუხდებოდა გული, მერე მიდიოდნენ და გადაიდებოდა. ახლა კიდევ მომივიდა აღსრულების ფურცელი გამოსახლებაზე, თან ზუსტად 27 თებერვალსაა ჩანიშნული, ზუსტად იმ დღეს თავი რომ დავიწვი. არ ვიცი რას ვიზამ. ვფიქრობ ჩავწერო ვიდეო და მივმართო პრემიერ-მინისტრს. ვიღაცამ ხომ უნდა მომაქციოს ყურადღება? დღეს ჩემი მევახშეები ციხეში უნდა იყვნენ, იქით უნდა მეხვეწებოდნენ ფულს გადაგიხდით, ოღონდ არ დაგვიჭიროო. ესენი აქეთ მედავებიან, ფული გადაგვიხადე, თორემ გამოგასახლებთო. სადაა სამართალი?“-ამბობს ვერა-ციცინო ხარაბაძე.


ნანახია: 1140-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმ ზომამდე ვარ მისული, რომ ცეცხლს წავიკიდებ და ისე შევვარდები პარლამენტში და "ნაციონალებს" გამოვწვავ
კვანტალიანებს გამოსახლებით კერძო მევახშე ემუქრება. როგორც დაზარალებულმა კახა კვანტალიანმა ტოპნიუსს განუცხადა, მას კერძო მევახშის

ამინდი