Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეები ლაპლანდიაში, სანტას სოფელში გაემგზავრნენ

თარიღი : 7-01-2020, 15:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ლაპლანდიაში საერთაშორისო ფესტივალი „შობის ღამეები“ იმართება. სანტას საახალწლო შოუ-პროგრამაში მონაწილეობას ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სტუდიის ბავშვებიც იღებენ. ლაპლანდიაში მოგზაურობა 7-12 იანვრის პერიოდშია დაგეგმილი.

„ახალგაზრდულ ცენტრში ოცნებები ხდება. ჩვენი მოსწავლეები პოლარული ექსპრესის რჩეულთა რიცხვში მოხვდნენ და პირდაპირ ლაპლანდიაში გავემგზავრეთ ნამდვილ ელფებთან და სანტასთან შესახვედრად. გაგზავნილი გვაქვს ჩვენი ცენტრის სამხატვრო სტუდიის ბავშვების ნამუშევრები, რომლებსაც შეაფასებს ჟიური. ველოდებით აღიარებას, თუ ეს შედეგები დადგა. ამ ყველაფერს დაჯილდოების ცერემონიალზე გავიგებთ. ხუთი დღე გავჩერდებით უშუალოდ ლაპლანდიაში, სანტას სოფელში,“-აცხადებს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ნატალი პატარიძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 443-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონცერტში მონაწილეობას ახალგაზრდული ცენტრის Teen club და სოფო ტოროშელიძე მიიღებენ.
ღონისძიება, რომელზეც ბიბლიოთეკისათვის თანხების შეგროვება მოხდება, ახალგაზრდულ ცენტრში 16 დეკემბერს გაიმართება.

ამინდი