ქუთაისის ოპერის თეატრში „ მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ თამაში გაიმართა
თარიღი : 12-03-2014, 23:52 | კატეგორია: ---

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,სტუდენტური თვითმმართველობის“ ორგანიზებით, ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში შიდა საუნივერსიტეტო ,,მხიარულთა და საზრიანთა კლუბის" თამაში გაიმართა.
თამაშში 5 გუნდი ( „ასეული“, „ჰიპოკრიატივი“, „ნალინი“, „ვერდუგო“ და „მეზობლები რას იტყვიან“) მონაწილეობდა.
თამაშის შედეგად საუკეთესო მოთამაშედ დავით ფურცხვანიძე ( გუნდი -ჰიპოკრიატივი)და გამარჯვებულ გუნდად ,,ნალინი“ გამოაცხადა 6 წევრისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ.
ჟიურის შემადგენლობაში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ირაკლი ჯიშკარიანი,უნივერსიტეტის ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი კახაბერ კუპატაძე, იმერეთის მხიარულთა და საზრიანთა ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილე რამაზ კილასონია, ვეტერანი მანსანკანელი ზაალ კუხიანიძე, ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე და ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ცამციშვილი შედიოდნენ.
,,ბუნებრივია ძალიან გახარებული ვარ შედეგით.მადლობას ვუხდი სტუდენტურ თვითმმართველობას“ და ჟიურს შრომის დაფასებისათვის.ყველა მან-სან-კანელს კი ვუსურვებ წარმატებებს,“- განაცხადა დავით ფურცხვანიძემ.
მსგავსი ღონისძიება უკვე ორი წელია ტარდება.