Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"დღევანდელი დღე მთელი საქრისტიანოს დღესასწაულია. რომ ხვდებოდეს მთელი კაცობრიობა რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეს, ყველანი ერთად ვიქნებოდით. სახე, ჩვილი იესოსი უკვე მოწოდებაა სიყვარული სკენ, წყალობისკენ"

თარიღი : 7-01-2020, 12:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, შობის აღნიშვნა მახარობლებმა დილიდან მსვლელობით დაიწყეს. მსვლელობა ტრადიციულად მერიის შენობასთან, 12 საათზე დაიწყო. საშობაო ალილო ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ "ნაი-ნაის" მონაწილეობით გაიმართა. შობის მახარობლებმა სასულიერო პირებთან ერთად ნობათი შეაგროვეს და მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. შეგროვებული ნობათი "დღის ცენტრებისა" და წყალწითელას მოხუცთა თავშესაფარის ბენეფიციარებს გადაეცათ.

საშობაო მსვლელობას ქუთათალ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე უძღვებოდა. მან დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“დღევანდელი დღე მთელი საქრისტიანოს დღესასწაულია. რომ ხვდებოდეს მთელი კაცობრიობა რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეს, ყველანი ერთად ვიქნებოდით. სახე, ჩვილი იესოსი უკვე მოწოდებაა სიყვარული სკენ, წყალობისკენ. უფალი დამდაბლდა და ჩვილის სახით მოვიდა ქვეყანაზე. აქედან იწყენა აღზრდა ადამიანის. ჩვენი აღზრდა არის ერთ-ერთი წამყვანი ლაითმოტივი დღევანდელი დღესასწაულის,”-განაცხადა მეუფემ.

"ვულოცავ შობას ქუთაისს და სრულიად საქართველოს. ჩატარდა მახარობლების ტრადიციული მსვლელობა. შეგროვებული ნობათი გადაეცემა მოხუცთა თავშესაფარს და სხვადასხვა ცენტრებს,”-განაცხადა ქალაქის მერმა.

“ვულოცავ შობის დღესასწაულს იმერეთსა და მთელ საქართველოს. ჩვენ გუშინ საღამოდან დავიწყეთ შობის აღნიშვნა, საინტერესო ღონისძიებები გვქონდა. დღეს კი ალილოს მსვლელობით ტრადიციული მარშუტი შევასრულეთ, როგორც ხდებოდა ყოველ წელიწადს,"-განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

ქუთაისში ალილოს მსვლელობის ტრადიცია უკვე რამდენიმე წელია არსებობს. შობის მახარობლები გალობით ქალაქის ქუჩებში დადიან და დღესასწაულს მოსახლეობას ულოცავენ.


ნანახია: 594-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ალილოს მსვლელობის ტრადიცია უკვე რამდენიმე წელია არსებობს. შობის მახარობლები გალობით ქალაქის ქუჩებში დადიან და
დღის განმავლობაში შეგროვებული სურსათ-სანოვაგე დღის ბოლოს წყალწითელას მოხუცთა პანსიონატს გადაეცემა.
ქუთაისში ალილოს მსვლელობის ტრადიცია უკვე რამდენიმე წელია არსებობს.