Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შობა ქუთაისში

თარიღი : 7-01-2020, 01:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქრისტეშობის საზეიმო აღნიშვნა ქუთაისში 6 იანვარს დაიწყო. ქუთაისის და იმერეთის ტურიზმის ცენტრის ინიციატივით, ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში - ქუთაისისა და იმერეთის ტურიზმის ცენტრის და თეთრი ხიდის მიდამოებში, საშობაო ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებში ადგილობრივმა ანსამბლებმა შობის თემაზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს, გაიმართა საშობაო ალილო ქრისტეს მახარობლების მონაწილეობით.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულმა რესტორნებმა კი სტუმრებს ტრადიციული საშობაო მენიუ შესთავაზეს.

საზეიმო ღონისძიებებში სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა და ქუთაისში მყოფმა ტურისტებმა მიიღეს მონაწილეობა.

დღესვე ადგილობრივები და ქალაქის სტუმრები ეკლესია-მონასტრებში საშობაო ლიტურგიას დაესწრებიან.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე კი მაცხოვრის შობის სახელობის მონასტერში საშობაო ლიტურგიას დაესწრება, რომელსაც ქუთაისისა და გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი აღავლენს.


ნანახია: 787-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საშობაო მსვლელობა მერიის ადმინისტრაციული შენობიდან 12 საათიდან დაიწყება.
სკოლის მოსწავლეებმა ქუთაისის მერს და ვიცე-გუბერნატორებს შობა მიულოცეს

ამინდი