Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობა გაიზარდა

თარიღი : 4-01-2020, 12:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობა ქუთაისში, წინა თვეებთან შედარებით გაზრდილია. კლინიკა „მედიქალ სითის“ ინფორმაციით, 24 საათში ვირუსული ინფექციით მათ დაახლოებით, 20-მდე პაციენტი მიმართავს. ამ ეტაპზე კლინიკაში სეზონური ვირუსით 40-მდე ადამიანია მოთავსებული, აქედან უმეტესობა ბავშვია.

„დეკემბრის ბოლოდან მოიმატა მომართვიანობამ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში თითქის ერთი და იგივე სურათია. იცით, რომ 2009 წელს საქართველოში იყო ღორის გრიპის ეპიდემია, ამის შემდეგ ასეთი ეპიდემია არ ყოფილა. წელსაც, ჩვენთან ღოპის გრიპის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა სეზონური გრიპის სხვადასხვა ვარიაციები არსებობს და ამის ხარჯზე მოიმატა პაციენტთა მომართვიანობამ. ძალიან მძიმე და გადაუდებელი შემთხვევებიც არ ყოფილა, თუმცა სიმძიმეები და გართულებები მაინც აღინიშნება. 

სეზონური გრიპი თავის სიმპტომთა კომპლექსით ძალიან განსხვავდება სხვადასხვა ზემოსასუნთქი გზების ვირუსული და ინფექციური დაავადებებისგან. კერძოდ, ეს გრიპი იწყება მწვავედ, კუნთებისა და სახსრების ტკივილით, მაღალი ტემპერატურით და სავარაუდოდ ღებინებითაც. თუ ასეთი სიმპტომები შეინიშნება, რა თქმა უნდა მაშინვე უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს,"-ამბობს კლინიკა „მედიქალ სითის“ ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნუგზარ მაღლაკელიძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ძირითადად A და B ტიპის ვირუსები ცირკულირებს. მედიკოსი მოსახლეობას ურჩევს, რომ მაღალი ტემპერატურის დროს ექიმს მიმართონ,  რისკ-ჯგუფში შემავალმა პაციენტებმა კი აუცილებლად ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ. 

„გრიპი უფრო მძიმედ მიმდინარეობს რისკ-ფაქტორის ჯგუფებთან, ესენი არიან ქრონიკური დაავადების მქონე ადამიანები, ორ-სამ წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვები, ფეხმძიმე ქალბატონები და პენსიონერები. ასე რომ, როგორც კი შენიშნავთ ტემპერატურის მატებას, ან ზემოსასუნთქი გზების მხრივ რაიმე სიმპტომის გამოვლინებას, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

სეზონური გრიპის ეპიდემია, როგორც ასეთი ჯერ-ჯერობით არ არსებობს, თუმცა მომატებულია და მატებას კიდევ ველოდებით იანვარ-თებერვლის თვეში. გავრცელებულია ძირითადად A და B ტიპის ვირუსები და მათი ქვეტიპები. ამის მიხედვით ასაცრელი მასალაც იყო შემოტანილი საქართველოში, ბევრმა ჩაიტარა კიდეც აცრები და ვისაც დარჩათ ჩასატარებელი, მოვუწოდებ აუცილებლად აიცრან,"-ამბობს ნუგზარ მაღლაკელიძე.

მაღალი მიმართვიანობის მიუხედავად, კლინიკა პაციენტების მისაღებად მზადაა. ამისთვის დეპარტამენტი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.
 
 


ნანახია: 397-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მომავალი წლის იანვრიდან ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევების გააქტიურებას ელოდება. თუმცა მანამდე
მრავალპროფილურ კლინიკა მედიაქალ სითის იანვრის თვეში 57 პაციენტმა მიმართა.
ამირან გამყრელიძის თქმით, რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა განსაკუთრებით ბავშვთა საავადმყოფოებში გაიზარდა.
ზამთარი წელიწადის ის დროა, როდესაც მატულობს ვირუსული ინფექციები.

ამინდი