ქუთაისის სპორტის სასახლიდან 12 თანამშრომელი გაათავისუფლეს
თარიღი : 12-03-2014, 15:25 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის სპორტის სასახლიდან 12 თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულებს შორის დაწესებულების ყოფილი დირექტორი დავით ბახტაძეც არის. სპორტის სასახლის ახალ დირექტორად კი ლომერ ახვლედიანი დაინიშნა.
„თანამშრომლებს გათავისუფლების შემდეგ თავიდან გადანიშვნას ჰპირდებოდნენ, თუმცა გუშინ უარი უთხრეს და გაათავისუფლეს. ჩვენ ოფიციალურად 21 თებერვალს ვართ გათავისუფლებული, თუმცა ამის შესახებ არაფერი ვიცოდით,“ - ამბობს დავით ბახტაძე.
ქუთაისის სპორტის სასახლეში 26 თანამშრომელი იყო დასაქმებული.