Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი მოჭადრაკე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა

თარიღი : 3-01-2020, 00:14 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
2019 წლის 30 დეკემბერს მსოფლიო ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ქუთაისელმა მოჭადრაკემ, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრმა, მერი არაბიძემ ბოლო ტურში მსოფლიო ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში ინდოელი ჰამპი კონერუ დაამარცხა და მე-5 - მე-9 ადგილები გაინაწილა მსოფლიოს წამყვან მოჭადრაკეებთან ერთად. კოეფიციენტის დამატებითი მაჩვენებლით მერის მე-7 ადგილი ხვდა წილად.

მერი არაბიძის 2019 წლის სპორტული შედეგები: საქართველოს ჩემპიონი ქალთა შორის, საქართველოს ჩემპიონი ქალთა შორის ელვისებურ ჭადრაკში; მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის მე-3 გუნდური ადგილი, მე-2 დაფაზე მე-2 ადგილი; ევროპის გუნდური ჩემპიონატის მე-2 გუნდური ადგილი და მე-4 დაფაზე პირველი ადგილი; საერთაშორისო ტურნირის ნანა ალექსანდრიას თასის გამარჯვებული; საერთაშორისო ტურნირი სწრაფ ჭადრაკში ‘’ლელა & ბელა“ თასის გამარჯვებული; საერთაშორისო ტურნირი სწრაფ ჭადრაკში "ნინო ხურციძის თასი"-მე-3 ადგილის მფლობელი.


ნანახია: 667-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ქალთა შორის მან 1976 წელს მოიპოვა, 1978 წელს ჭადრაკის ისტორიაში პირველად კი მამაკაცთა შორისაც.
,,ბაგრატი 1003“-ში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა სწრაფ ჭადრაკში ქალთა შორის.
ჩემპიონებმა ავტომატურად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საგზურები მოიპოვეს.

ამინდი