Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა იცვლება მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისათვის 2020 წლიდან?

თარიღი : 2-01-2020, 20:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მარჯვენასაჭიან და საჭეგადატანილ მანქანების ტექინსპექტირებაში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, თუ მძღოლი საჭის გატანას და ტექინსპექტირების გავლას 2020 წლის 1-ელ აპრილამდე მოასწრებს, მისი ავტომობილი ტექინსპექტირებას შემდგომ წლებშიც ჩვეულებრივ გაივლის. თუმცა, აღნიშული პერიოდის შემდგომ, საჭის გადატანა (შესაბამისად, ტექდათვალიერება) აიკრძალება.

მსგავსი რეგულაციები ვრცელდება მარჯვენასაჭიან ავტომობილებზეც. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ აპრილიდან მარჯვენასაჭიანი რეგისტრირებული ავტომობილები, რომელიც ტექინპექტორებასაც ამავე ვადაში გაივლიან, შემდგომ წლებშიც შეძლებენ ტექდათვალიერებას. თუმცა უკვე 1-ლი აპრილიდან იმპორტირებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ტექდათვალიერებას ვეღარ გაივლიან.

„მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი ავტომობილებისთვის რეგულაცია 2020 წლის 1-ელ აპრილიდან ამოქმედდება. ანუ ის სატრანპორტო საშუალებები, რომელსაც საჭე გადატანილი აქვს ან გადაიტანენ 2020 წლის 1-ელ აპრილამდე, დაშვებულია და გაივლიან ტექინპექტირებას. შემდგომ უკვე 2020 წლის 1-ლი აპრილიდან საჭის გადატანა იკრძალება. შესაბამისად, ისინი ვეღარ გაივლიან ტექდათვალიერებას.

რაც შეეხება დასტიკერებულ ფარებს, ესეც 2020 წლის 1-ელ აპრილამდე დაშვებულია. ამის შემდგომ აიკრძალება.
გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელვანი ცვლილება ეხება თხევად აირზე მომაშავე ავტომობილებს. მათთვის სავალდებულო ხდება, რომ ტექინპექტირებამდე გაიარონ შემოწმება თხევად აირზე და მის გამართულ მუშაობაზე“,- აღნიშნა ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელმა ვაჟა იოდანაშვილმა.


ნანახია: 881-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოში სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.
მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, 12:00 საათზე, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან იმ მძღოლების აქცია გაიმართება,
მძღოლების თქმით, იაპონიიდან მარჯვენასაჭიანი ავტობილების შემოყვანის აკრძალვის შემდეგ, საქართველოში ამერიკიდან და გერმანიიდან
ავტომობილების დილერებისა და იმპორტიორებისთვის კულუარულად გახდა ცნობილი, რომ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე ახალი რეგულაციების

ამინდი