Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სუპერმარკეტების ქსელი ქუთაისში, სადაც თანამშრომლებს კუთვნილი ხელფასის ასაღებად კვირაში 40 საათის ნაცვლად, 75 საათს არაადამიანურ პირობებში ამუშავებენ

თარიღი : 2-01-2020, 13:19 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზეგანაკვეთური სამუშაოს არ ანაზღაურება, ხელფასების დაქვითვა, დისკრიმინაციული მოპყრობა და ფუნქციების გაუმიჯნაობა-აღნიშნული პრობლემებით ქუთაისში, ერთ-ერთ სუპერმარკეტების ქსელში დასაქმებულებმა, დამარებისთვის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ორგანიზაციას მიმართეს. მათ საკუთარი უფლებების დასაცავად და დამსაქმებლის წინააღმდეგ მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურების მიზნით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს.

უფრო ვრცლად საქმის დეტალებზე იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews. com.ge-ს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის კოორდინატორი ირაკლი მხეიძე ესაუბრა.

"ამ ადამიანებს ხელფასი აქვთ 350 ლარი. ეს თანხა რომ მიიღონ, კვირაში 40 საათის ნაცვლად, 75 საათი უნდა იმუშაონ. აქედან მათ ექვითებათ ის თანხა, რაც მაღაზიაში დანაკლისის სახით აღმოჩნდება. მნიშვნელობა არ აქვს რისი ან ვისი ბრალია ეს დანაკლისი, მორიგეობდა იმ დღეს ეს ადამიანი თუ არა, დანაკლისი პროპორციულად ნაწილდება ყველა იმ თანამშრომელზე, რომელიც მოცემულ ფილიალში მუშაობს. ხელფასების დაქვითვასთან ერთად, მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ დასაქმებულებს უწევთ დამატებითი საქმეების შეთავსება. პირობითად, თუ დასაქმებული მუშაობს მოლარე კონსულტანტად, მას ასევე ავალებენ საპირფარეშოს დალაგებას, იატაკების მოწმენდას, დაგვას, მტვრის გადაწმენდას და ა.შ. სანიტარულ და ჰიგიენური მდგომარეობაზე პასუხისმგებელი პირი, როგორც წესი, ფილიალებში გამოყოფილი არ არის და ეს ფუნქციები სხვა პოზიციაზე დასაქმებულ ადამიენებს ევალება ადმინისტრაციის მითითებით. დამატებითი ფუნქციების შესრულება მათ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე უწევთ.

შრომის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევაა ისიც, რომ სუპერმარკეტების ეს ქსელი თავს არიდებს თანამშრომლებთან წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებას, სადაც გაწერილი იქნებოდა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული ურთიერთობის არსებითი პირობები.

ამასთან, დასაქმებულებს არ აქვთ განსაზღვრული უფლება-მოვალეობები. მაგალითად, რა ევალება მენეჯერს, მოლარე-კონსულტანტს რა და სხვ. სამსახურში გამოუცხადებელი თანამშრომლის ფუნქციების შეთავსებაც, სხვა თანამშრომლებს, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე უწევთ. მკაფიოდ არ არის განსაზღვრული მენეჯერული რგოლი. დაბალ პოზიციებზე დასაქმებულები სხვადასხვა თანამშრომლისგან სხვადასხვა მითითებებს ღებულობენ. მათ აძლევს შენიშვნას სუპერვაიზერიც, უშუალო მენეჯერიც და უფრო მაღალ პოზიციებზე დასაქმებული სხვა კოლეგებიც. ხშირად, ეს შენიშვნები ყოველგვარი ეთიკის ნორმებს სცდება და ღირსების შემლახველი ტონით ხმოვანდება.

როდესაც დასაქმებულებმა ზეგანაკვეთური სამუშაოების ანაზღაურება და დაქვითვის პრაქტიკის აღმოფხვრა მოითხოვეს, პასუხად, დამსაქმებლებმა შრომითი ხელშეკრულების დადება შესთავაზეს, რომელიც ვერანაირ იურიდიულ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს ადამიანები უკვე 4-5 თვეზე მეტია მუშაობენ და კომპანიამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ გამოსაცდელი ვადით უნდა დაედო ხელშეკრულება, ალბათ იმისათვის, რომ შემდეგ იოლად შეძლებოდა მათი სამსახურიდან დათხოვნა.

გარდა ამისა, არის ფაქტები, რომლებიც აღნიშნული ქსელის მიერ თანამშრომელთა მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მიუთითებს. მაგალითად, ფილიალიდან ფილიალში უსაფუძვლოდ გადაყვანა, საყვედურების უსაფუძვლოდ და შესაბამისი მოკვლევის გარეშე გამოცხადება და სხვა. ისინი ყოველი გზით ცდილობენ თავი დააღწიონ იმ თანამშრომლებთან შრომით ურთიერთობას, რომლებიც მათთვის დისკომფორტის შემქმნელია. ადმინისტრაციის წარმომადგენლები თვლიან, რომ კომპანია საკუთარი ტერიტორიაა და რასაც უნდათ იმას გაუკეთებენ თანამშრომლებს.

რამდენიმე დასაქმებული უკვე არაერთი კვირის განმავლობაში შრომით დავაშია აღნიშნული სუპერმარკეტების ქსელის ადმინისტრაციასთან. ამ კვირაში კი, სასამართლოსთვის მიმართვა გადავწყვიტეთ, ვინაიდან მოლაპარაკებამ ვერავითარი შედეგი ვერ გამოიღო. დასაქმებულები ითხოვენ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, წერილობითი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას და ასევე, დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად მათ მიერ განცდილი ზიანის ანაზღაურებას,"-ამბობს ირაკლი მხეიძე.

მისივე თქმით, ზოგადად, შრომითი დავების დასაქმებულების სასარგებლოდ დამთავრების პროცენტულობა ძალიან დიდია და 70%-მდე აღწევს. უფრო მაღალი სტატისტიკა აქვს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას, რომელიც სასამართლოში სარჩელების დაახლოებით 95%-ს დასაქმებულთა სასარგებლოდ ასრულებს.

ირაკლი მხეიძე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე სუპერმარკეტების ქსელის სახელწოდების დასახელებისაგან თავს იკავებენ და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1074-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზოგადი წესის მიხედვით, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 40 საათს არ უნდა აღემატებოდეს.

ამინდი